ჭელიძე ნინო ზაურის ასული
ჭელიძე ნინო ზაურის ასული

ჭელიძე ნინო ზაურის ასული (08.III.1982, თბილისი), დაამთავრა  თსუ-ის  ფიზიკის ფაკ-ტის ბაკალავრიატი ბიოფიზიკის განხრით (2003). აშშ-ს სახელმწ. დეპარტამენტის დაფინანსებული გაცვლითი პროგრამით (UGRAD) იმყოფებოდა ინდიანას უნ-ტში (აშშ, 2001-2002). მაგისტრატურაში სწავლა გააგრძელა აშშ-ს აიდაჰოს უნ-ტში სრული დაფინანსებით რადიაციის ფიზიკის განხრით. მუშაობდა უნ-ტის გარემოს დაცვის ლაბორტორიებში. სტუდენტობის პერიოდში მოპოვებული აქვს აშშ-ს რადიაციის ფიზიკის საზ-ბის (Health Physics Society - HPS) პრესტიჟული Burton J. Moyer-ის სახ. სტიპენდია. წლების განმავლობაში იყო რადიაციის ფიზიკის საზ-ბის წევრი, ესწრებოდა ყოველწლიურ შეხვედრებს და წარმოადგენდა სამაგისტრო და სადოქტორო კვლევის შედეგებს. მაგისტრატურის და სადოქტორო კვლევების ნაწილი შეასრულა აიდაჰოს წრფივი ამაჩქარებლის ცენტრში (Idaho Accelerator Center - IAC) და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი თემაზე  „Investigating Radiation Bystander Effects in the Single-Celled Organism S. Pombe”. სადოქტორო თემა „Biokinetics of Pu-238 Injected in Non-Human Primates“ (2012). მუშაობდა ჩიკაგოს უნ-ტის რადიაციის უსაფრთხოების დეპარტამენტში რადიაციის ფიზიკოსად (2015-2017). უნ-ტი თანამშრომლობდა ათობით ლაბორატორიასთან და საავადმყოფოსთან, სადაც რადიაციული იზოტოპებით ატარებენ კვლევებს, სიმსივნური პაციენტების დიაგნოსტიკას და მკურნალობას. მუშაობა განაგრძო ე. ფერმის სახ. მაღალი ენერგიების ნაწილაკების და ამაჩქარებლის სახელმწ. ლაბორატორიაში (Fermi National Accelerator Laboratory), სადაც ძირითადი კვლევები დღესდღეობით ნეიტრინოს ფიზიკაში ტარდება (2017-დან). ორჯერ აქვს მიღებული წამახალისებელი ჯილდო და პრემია საქმის თავდაუზოგავად შესრულებისთვის (Exceptional Performance Recognition Award – ERPA, 2018, 2022).