ჭელიძე ნინო
ჭელიძე ნინო

ჭელიძე ნინო თეიმურაზის ასული (29.II.1968, ქ. თბილ.). მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი, ფიზ.-მათ მეცნ. კანდიდატი (1994). დაამთავრა თბილ. 55-ე საშ. სკოლა ოქროს მედალზე (1985), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1990) და თსუ-ის ასპირანტურა (1991-1993). მუშაობდა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრაზე (1995-2006);  თსუ-ის ეკონომ. ფაკ-ტზე (2016);  მუშაობს თბილ. თავისუფალ უნ-ტში (2016-2025).  კითხულობდა ლექციებს საქართვ. აგრარულ უნ-ტში (2011 -2012); ერთიან ეროვნ. გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტთა მათემატიკის ნაშრომების გამსწორებელთა კომისიის წევრია (2005–2025);  ეროვნ. სასწ. ოლიმპიადის ნაშრომების გამსწორებელთა კომისიის წევრი (2011-2013); სკოლის საატესტატო გამოცდებისთვის მათემატიკაში დავალებათა შემდგენელი (გამოცდების ეროვნ. ცენტრი); სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ექსპერტი (განათლების სამინისტრო). მისი ძირითადი შრომები ეხება დანჟუას ორჯერადი ინტეგრალის თეორიას: ორჯერადი ინტეგრალის ნიშნის ქვეშ ზღვარზე გადასვლას, ბანახ-შტეინჰაუზის და რეზონანსის თეორემების განზოგადებას დანჟუას ორჯერადი ინტეგრალისთვის, AC და ACG კლასის ფუნქციებს; ასევე ზოგიერთი შრომა ეხება სწავლების მეთოდიკის საკითხებს; თანაავტორობით აქვს დაწერილი თემატური და საკონტროლო ტესტების კრებული უფროსკლასელთა და აბიტურიენტთათვის.

თხზ.: Chelidze, N. (1993). Passage  of  the limit  through the double  Denjoy  integral.  -   Proceedings  of  the   Georgian Academy of  Sciences,  Math. 1, N5;  Chelidze, N. (2004). The Banach – Steinhaus  theorem  for  the double  Denjoy integral.  - Bulletin of  the  Georgian Academy  of  Sciences,  169  N2; Chelidze, N. (2006). The Resonance  Theorem  for  the double  Denjoy   integral.  -  Bulletin of  the  Georgian  Academy  of  Sciences,   174  N2.