ჭელიძე ლია თამაზის ასული
ჭელიძე ლია თამაზის ასული

ჭელიძე ლია თამაზის ასული  (21.I.1958, თბილისი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, კვანტური რადიოფიზიკის სპეციალობით (1980). არის ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1991). სადისერტაციო თემა: “Нелинейная низкотемпературная спиновая динамика многоуровневых парамагнитных систем’’. მუშაობდა თსუ-ის რადიონახშირბადის C-14 -ის და სოლიტონების ფიზიკის ლაბორატორიებში (1980-1999); საქართვ. ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტში (1999-2015); იყო ამ დეპარტამენტის უფრ. (2012-2014); ეროვნ. პასუხისმგებელი პირი  საქართვ. და ატომური ენერგიის საერთაშ. სააგენტოს  ( IAEA)  შორის, კოორდინატორი IAEA ეროვნ. და საერთაშ. ტექნიკური დახმარების პროექტების, ეროვნ. ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა IAEA სააგენტოს ეგიდით გამართულ კონფერენციებში; სტუ საინჟინრო ფიზიკის ფაკ-ტზე სამედ. ფიზიკის პროფესორი, სადოქტორო და  სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვ. (2017-2021). დღემდე არის თსუ-ის ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ-ტის  მეცნიერ-თანამშრომელი (2021-დან); სამეცნ. სტატიის ავტორი და თანაავტორი: „Cross-relaxation of Nuclear spins at low temperatures“ (1986); „Challenges in National Nuclear Threat Reduction Field-Regional Puzzle NATO Science for piece and Security Series-B“ (2015); „New Ways of Radiation MIGRATION Into Natural Environment by Means of Cesium-rich Condensed Migroparticles (CsMP) (2021). კვლევის მიმართულებებია:  ბირთვული უსაფრთხოება, რადიოლოგიური რისკების მართვა, პროტონული თერაპია და კიბოს მკურნალობა, გარემო და რადიაციული მონიტორინგი. პროექტის „ განათლებისა და კვლევის შესაძლებლობების გაძლიერება ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში “ ფარგლებში გამოცემული წიგნების  თანაავტორი (2018 - 2019); დღემდე საქართ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის, მათ. და ფიზიკის განყ-ბის „ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების საკითხთა კომისიის წევრი, ამერიკის ჯანმრთელობის ფიზიკის საზ-ებისა ( USA HPS)  და   საქართვ. ჯანმრთელობის ფიზიკის ასოციაციის  პრეზიდენტი (2016-დან); მიღებული აქვს  ამერიკის ჯანმრთელობის ფიზიკის ასოციაციის მორგანის პრემია (G. William Morgan Lectureship Award recipient, 2015).

თხზ.: (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა). ჭელიძე, ლ. (თანაავტორი). (2019). საქართველოს ფარგლებს გარეთ მომხდარ მასშტაბურ ბირთვულ ინციდენტზე რეაგირების და მზადყოფნის სისტემის საჭიროებათა შეფასება. თბ. ISBN: 9789941818202; ჭელიძე, ლ. (2021). პროტონული თერაპია: თანამედროვე მდგომარეობა, გამოყენების არე, უპირატესობები, შეზღუდვები და პერსპექტივები. თბ., ISBN: 9789941836978.