-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი
ჭელიძე გიორგი (27.I.1975 ქ. თბილისი). მათემატიკოსი. თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1999). დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1996) და თსუ-ის ასპირანტურა (1999). მიღებული აქვს ი. ვეკუას სტიპენდია ახალგაზრდა მეცნ. (2008), პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნ. (2008). იყო თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი (2006-2020), თავისუფალი უნ-ტის მოწვეული პროფ. (2011-2014). არის ქუთაისის საერთაშ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი ანალიზის მიმართულებით (2020-დან), ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის ალბათობისა და სტატისტიკის დეპარტ. უფრ. მეცნ.-თანამშრომელი (2006-დან). არის ლიდერი საქართვ. მოსწავლეთა ნაკრები გუნდისა მათ. საერთაშ. ოლიმპიადაზე (2011-2025). მისი სამეცნ. შრომები ეძღვნება ფუნქციონალური ანალიზის, ფუნქციათა თეორიისა და ალბათობის თეორიის საკითხებს.
თხზ.: Chelidze, G. (2009). On Nordlander’s conjecture in the three dimensional case.: Arkiv fur Matematik Volume 47, Number 2, 267-272; Chelidze, G. (თანაავტორი). (2010). Quaternion Gaussian Random Variables, Theory Probab. Appl. Volume 54, Issue 2, 363-369; Chelidze, G. (თანაავტორი). (2022). On the Chebyshev Center and the Nonemptiness of the Intersection of Nested Sets. Mat. Zametki, Volume 111, Issue 3, 451–458.