-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი დოცენტი
ჭელიძე ემზარ ვლადიმერის ძე (7.II.1938, ქ.თბილ.). მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი(1969), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1968). დაამთავრა თბილ. 55-ე საშ. სკოლა (1955), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1960) და ასპირანტურა(1961-1964). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ტაუბერის ტიპის ორმაგი გარდაქმნები“. იყო თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის მათ. კათედრის ასისტენტი (1960- 1968), დოცენტი (1969-1976). კითხულობს ლექციებს დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებებში, ატარებს პრაქტიკულ მეცადინეობებს. ის მუშაობს ალჟირის (ქ. ორანი, 1976-1979) და (ქ. ანაბა, 1983-1987) სახელმწ. უნ-ტებში, სადაც მისი ხელმძღვ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ორმა ალჟირელმა მათემატიკოსმა. მისი ინტერესების სფერო არის ფუნქციათა თეორია, მისი ყველა ნაშრომი ეძღვნება ლაპლასის ორმაგი გარდაქმნების თეორიას. არის 21 სამეცნ. სტატიის ავტორი, რ-იც დაბეჭდილია სხვადასხვა საკავშ. ჟურნალებში და თავმოყრილია ნაშრომში: „ლაპლასის ორმაგი გარდაქმნების თეორიის ზოგიერთი საკითხი“. ის არის თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის დოცენტი (1987-1995) და ამავე კათედრის გამგე (1994-1995).