ჭეიშვილი ვერა (ვერიკო) ივანეს ას.
ჭეიშვილი ვერა (ვერიკო) ივანეს ას.

ჭეიშვილი ვერა ივანეს ასული (28.X.1914, თბილ.–25.VI.2002,თბილ.), კარტოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1978). დაამთავრა ამიერკავკ. გეოდეზიურ სამმართველოსთან არსებული ერთწლიანი კარტოგრაფიული კურსები და იქვე დაიწყო მუშაობა(1931). შემდეგ დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი გეოგრ. სპეციალობით (1939). გაიარა ასპირანტურის კურსი (1943-1947). მუშაობდა თსუ-ის გეოდეზია-კარტოგრაფიის კათედრაზე (1942-დან) ჯერ ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად, უფრ. მასწავლებლად და დოცენტად (1970-2002). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ცივ-გომბორის ქედის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“(1970). ნაშრომში მოცემულია ამ მხარის პირველი სრულყოფილი კომპლექსური ფიზ.-გეოგრ. დახასიათება. ჭ.ვ.-ს შესრულებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 20-ზე მეტი გამოქვეყნებულია. ხელნაწერი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „გეომორფოლოგიური კარტირება“, „რაიონული ეკონომიკური რუკების შედგენა“, ,,დამხმარე სახელმძღვანელო გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებისათვის“, „პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოთა კრებული გეოგრაფიაში“, „საველე საზაფხულო პრაქტიკა გეოდეზიაში“, ,,დამხმარე სახელმძღვანელო გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის“, „კარტოგრაფიისა და გეოგრაფიის ურთიერთკავშირის საკითხისათვის“, „საქართველოს სსრ მიწათსარგებლობის კარტირებისათვის“, „სასკოლო კარტოგრაფიის სამეცნიერო საფუძველი და შინაარსი“, „კარტოგრაფია“ და სხვ. (1951-1975). ჭ.ვ. უკანასკნელ წლებში მუშაობდა საქართვ. კომპლექსურ-გეოგრ. ატლასზე და დაამუშავა ბუნების რუკების შედგენის მეთოდიკა (კერძოდ, რელიეფის ჰორიზონტული დანაწევრების, ზედაპირის დახრის კუთხეების და სხვ.). წლების განმავლობაში ჭ.ვ. კითხულობდა ლექციებს ტოპოგრაფიაში, კარტოგრაფიაში, ზოგად-გეოგრაფიული რუკების შედგენა-რედაქტირებაში, რუკების გაფორმებაში, კარტოგრაფიულ ხაზვაში. ხელმძღვანელობდა საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებს, საველე და საწარმოო პრაქტიკას ტოპოგრაფიასა და კარტოგრაფიაში. დაჯილდოებული იყო: „შრომითი მამაცობისათვის დიდ სამამულო ომში“, თსუ-ის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით და ივ. ჯავახიშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შრომის ვეტერანის მედლებით.

თხზ.: ჭეიშვილი, ვ. (1965). ცივ-გომბორის ქედის რელიეფის მორფომეტრიული შესწავლისათვის. უნ-ტის შრომები N3, გეოგრ.-გეოლ. მეცნ. სერია. თბ., ტ. 111, გვ. 91-99; ჭეიშვილი, ვ. (1972). მთიანი ტერიტორიების ფართობების გაზომევის საკითხისათვის. საქართვ. მეცნ. აკად. მოამბე, ტ. 67, № 1; ჭეიშვილი, ვ. (1976). თანამედროვე მსოფლიოს ახალი ერთიანი რუკა. ჟურნ. მეცნიერება და ტექნიკა, № 9; ჭეიშვილი, ვ. (1978). სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენების კარტოგრაფირებიის ზოგიერთი საკითხი წითელ-წყაროს რაიონის მაგალითზე. თსუ-ის შრომები, ტ. 175, სერია გეოგრ.-გეოლ.; ჭეიშვილი, ვ. (1986). რუკის შემეცნებითი მნიშვნელობა. ჟურნ. ისტორია, გეოგრაფია, საზოგადოებისმცოდნეობა სკოლაში; ჭეიშვილი, ვ. (1986). გამოჩენილი მეცნიერი ალ. ასლანიკაშვილის დაბადების 70 წლისთავის გამო. ჟურნ. მეცნიერება და ტექნიკა, № 3; ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 299-300, ISBN 9992806982.