ჭეიშვილი კახაბერ ივანეს ძე
ჭეიშვილი კახაბერ ივანეს ძე

ჭეიშვილი კახაბერ ივანეს ძე (30. III. 1965), ფილოლოგიის დოქტორი (1998). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1990), კიშინიოვის სახელმწ. უნ-ტი, რუმინული და მოლდავური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სპეციალისტი (1984-1988), კონფლიქტის პრევენცია, მშვიდობის მშენებლობა და ქალის როლი მშვიდობის მშენებლობაში -კვალიფიკაცია _ კონფლიქტოლოგიისა და გენდერულ საკითხთა ექსპერტი (2002), ენერგიის ეფექტურობა და ეკოლოგიურად სუფთა წარმოება კვალიფიკაცია - განვითარების პროცესის პროექტირების, პრეზენტაციისა და მენეჯმენტის ექსპერტი (2004), გაიარა ბოლონიის პროცესი და ხარისხის უზრუნველყოფის მართვის საკითხები უმაღლ.  სასწავლებელში (2005), სამეცნ.-საგანმან. და პრაქტ. სტაჟირება: „მომსახურების სფეროს საწარმოთა მენეჯმენტი“  (2015, ჩეხეთი , პრაღა).  ჭ. კ. იყო თსუ-ის ეროვნულ ლიტერატურათა, ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმანის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი (1990-2000), თსუ-ის, ეროვნულ ლიტერატურათა, ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმანის კათედრის დოცენტი (2000-2006), თსუ-ის ენებისა და მათი სწავლების მეთოდიკის სასწ. ცენტრის დირექტორი (1999-2006),  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი თსუ-ის ჰუმანიტარულ ფაკ-ტზე (2005-2006), ბაზალეთის ტბის ტურისტული კომპლექსის გენ. მენეჯერის მოადგილე (2007-2009), ბაზალეთის ტბის ტურისტული კომპლექსის გენ. მენეჯერი (2009-2010), თსუ-ის ტურიზმის საერთაშ. სკოლის დირექტორის მოადგილე (2010-2011), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ტურიზმის მიმართულების მოწვეული პროფესორი (2010-2016), თსუ-ის ტურიზმის განვითარების ინ-ტის პროფ. სწავლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი (2013-2016), თსუ-ის რექტორის კონსულტანტი (2017-2019), თსუ-ის პროფ. განათლების ცენტრის ხელმძღვ. (2019-2023), თსუ-ის რექტორის მოადგილე (01.12.2023-დან). ჭ. კ.-ს  გამოქვეყნებული აქვს 35 სამეცნ.  ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია (2000-2023). იგი ასევე იყო აქტ. წევრი სხვადასხვა პროფ. და საზ. ორგანიზაციების; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის ექსპერტი (2013-2016), საზ-ბრივი მოძრაობა “ქართული ოცნება” წევრი,  ენის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების დარგობრივი ჯგუფის ექსპერტი; ეკონ. თემატური ჯგუფის ინოვაციებისა და ბუნებრივი რესურსების ქვეჯგუფის კოორდინატორი (2011-2012), “პროფესორთა ლიგა”-ს დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე (2011-2013),   ასოციაცია “მეცნიერები მომავლისათვის” პრეზიდენტი (2003-2008), საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ცხოვრების წესი”-ს დამფუძნებელი და გაზ. “საქართველოს ცხოვრების” გამომცემელი და რედ. (2005-2006),  თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1999-2006), საქართვ. უმაღლ. სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერთა საკოორდინაციო საბჭოს თავ-რე (2002-2003), საქართვ. სახელმწ. კანცელარიასთან არსებული განათლების რეფორმირებისა და ახალგაზრდობის კომისიის თავ-რის მოადგილე (2001-2003), საქართვ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სამეცნ.-საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2001-2003),  ჟურნ. „ენის სახლი“-ს დამფუძნებელი და გამომც. (2003-2005), ჟურნ. „ექო სახიერი“-ს მთ. რედაქტორის მოადგილე (1998-2004).