-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი
ჭეიშვილი დავით კონსტანტინეს ძე
ჭეიშვილი დავით კონსტანტინეს ძე (18.X.1961, თბილ. - 8.II.2009, თბილ.) დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1983). მუშაობდა ფიზიკის ინ-ტში (1983-1984); იყო სახელმწ. საბჭოს სახელმწ. მრჩეველი (1991-1992); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ეროვნულ–დემოკრატიული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (1995-1999). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართვ. ეროვნულ-დემოკრ. პარტია, წევრი (1997); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნ. და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1999); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1995-1999); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სახალხო პარტია", წევრი (1995-1999).