-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ჭედია როინ ვალერიანის ძე (13.III.1952, ხობი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ–ის ქიმიის ფაკ-ტი (1975). ქიმიის მეცნ. კანდ. (1981). პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1985-2010). თსუ–ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლოგიის ლაბორ. უფრ. მეცნიერ თანამშრომლი (2010-2018), მთ. მეცნიერ თანამშრომელი და სამეცნ. საბჭოს წევრი (2018-დან), ქიმ. ეკოლოგიის ლაბორ. ხელმძღვ. (2022-დან). თსუ–ის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2021-2025). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: ორგ. ქიმია; ქიმ. ტექნოლოგია (ქიმიური პროცესების ტექნოლოგია), მასალათა ინჟინერია (ნახშირბადის მასალების ინჟინერია), ნანო ტექნოლოგია. ჭ.რ.-ს ხელმძღვანელობით ჩატარებულია ორგ. და არაორგანული ნაერთების ერთობლივი პიროლიზის პროცესების კვლევისა და მეტალთა კარბიდების, ბორიდების, ოქსიდების, 2D და 3D ნახშირბადის ფორმების მიღების ახ. მეთოდების დამუშავების მიმართულებით. თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების მაღალრეიტინგულ ჟურნალებში: „Advanced Boron Carbide Matrix Nanocomposites Obtained from Liquid-Charge: Focused Review“ (Condensed MatterOpen source preview, 2023, 8(2)); „Effect of cobalt additive on phases formation in boron carbide matrix composites B4C–(Ti,Zr)B2–W2B5“ (Solid State SciencesOpen source preview, 2023, 145); „Magnetite-doped nanopowder boron nitride for 10B delivery agent in BNCT“ (Solid State SciencesOpen source preview, 2024, 154) და სხვ. ჭ.რ. თანაავტორია SCOPUS ბაზაში ასახული სამეცნ. პუბლიკაციების: „Comparative Characterization of Graphene Oxides Obtained from Graphite Foil Wastes and Flake Graphite“ (Materials Science ForumOpen source preview, 2025, 1166); „Tungsten Scraps and Graphite Foil Waste as Precursors for Manufacturing W–C–Co Materials: Carbidization of Tungsten Compounds in Presence of Graphene Oxides“ (Materials Science ForumOpen source preview, 2026, 1178) და სხვ. მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: „ბორის კარბიდის ფუძეზე ნანოსტრუქტურული სალი მასალების მიღების ხერხი“; „ვოლფრამის კარბიდის ფუძეზე ნანოკრისტალური სალი მასალების მიღების ხერხი“; „თხევადი სარაკეტო საწვავის უტილიზაციის ხერხი“. მონაწილეა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების: „Graphite foil waste to graphene: New carbon precursors for synthesis of graphene and its oxides“ (Key Engineering MaterialsOpen source preview, 2021, 891 KEM); „Recovering of Carbon from Plastic Waste in Overheated Vapor Environment and its Structure/property investigation“ (Proceedings of the World Congress on Mechanical, Chemical, and Material EngineeringOpen source preview, 2024); და სხვ. ხელმძღვ. და შემსრულებელია საერთაშ. (ISTC, STCU, CRDF, P560-ლოურენს ბერკლის ეროვნ. ლაბორატორია, აშშ) და რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური და გამოყენებითი პროექტების.