-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჩეჩელაშვილი გიორგი ავთანდილის ძე (21.II.1952, ქ. თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1974) და ა. რაზმაძის მათემატიკის ინ-ტის თეორ. ფიზიკის განყ-ბის ასპირანტურა თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1977). იყო ა. რაზმაძის მათემატიკის ინ-ტის თეორ. ფიზიკის განყ-ბის ლაბორანტი (1974-1975); უმცროსი მეცნიერ–თანამშრომლი (1975-1978); მეცნიერ თანამშრომლად (1978-1981); უფრ. მეცნიერ- თანამშრომელი (1985-1997); ეროვნ. გამოცდების ცენტრის საბუნებისმეტყველო მეცნ. ჯგუფის ხელმძღვ. (2005-2008); ეროვნ. გამოცდების ფიზიკის ჯგუფის ხელმძღვ. (2008-დან); მე–6 სკოლის მათემატიკის პედაგოგი (1985-1987); ხანგრძლივი მივლინებებით მოღვაწებოდა სამეცნ. ცენტრებში: ბირთვულ კვლევათა გაერთიანებული ინ-ტი (დუბნა, რუსეთი), მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტი (პროტვინო, რუსეთი), ბირთვული ფიზიკის ინ-ტი (მოსკოვი, რუსეთი, 1974-1989); ბირთვლი ფიზიკის ინ-ტში დაიცვა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაცია თეორ. ფიზიკის დარგში (1985). არის 12 სამეცნ. ნაშრომის ავტორი.