-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჩავლეიშვილი მიხეილ პეტრეს ძე (31.I.1945, თბილისი). ჩაირიცხა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1963-1964), სწავლა განაგრძო მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის (МГУ) ფიზიკის ფაკ-ტზე (1965-1968). მუშაობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევის გაერთ. ინ-ტის თეორ. ფიზიკის ლაბორატორიაში სხვადასხვა პოზიციებზე (1968-2015), ბოლი პოზიცია წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ჩ. მ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატისა და დოქტორის ხარისხები სადისერტაციო ნაშრომებზე: ,,დინამიკური სპინური ეფექტები, მაღალი და დაბალი ენერგიების პირობებში“ (1975) და ,,სპინური ამპლიტუდების ფორმალიზმი ბინარული პროცესებისთვის“ (1988), შესაბამისად. ჩ. მ. მუშაობდა ქ. მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნ-ტში (1993-94); იყო დიმიტროვის უწყვეტი განათლების სახელმწ. ინ-ტის მათ. და გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრის გამგე (2010-2016) და ქ. დუბნის სახელმწ. უნ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის პროფესორი (1995-2024). ჩ. მ.-ს სამეცნ. კვლევების სფეროა: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკებისა და ბირთვის ფიზიკაში. გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მათი უმეტესობა არის საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. და გამომცემებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „t CHANNEL HELICITY AMPLITUDES AND DISPERSION INEQUALITIES“ (Sov.J.Nucl.Phys. 37, 405, 1983); „Spin effects in pion‐nucleon and nucleon‐nucleon scattering at high energies and fixed angles“ (AIP Conf.Proc. 187, 2008, 123-130, 1988); „JINR-TAIWAN workshop intermediate and high energy physics, DUBNA-1995“ (Chin.J.Phys. 34, 924-929, 1996). როგორც მომხსენებელი, ჩ. მ. მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. სიმპოზიუმსა და კონფერენციაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრია, იტალია, საფრანგეთი, ჩეხეთი და სხვ.); ასევე არის სამი მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნ. აკად. წ.-კორ.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): Чавлеишвили, М. (2000). Задачи по теории вероятностей. Дубна, Межд. Ун-ет природы, общества и человека, ISBN 5898470255; Чавлеишвили, М. (2003). Задачи по математической статистике: Учебно-методическое пособие и практикум для организации самостоятельной работы и закрепления теоретических знаний по дисциплине. Дубна, Межд. Ун-ет природы, общества и человека, ISBN 5898471170; Чавлеишвили, М. (2010). Множества: учебное пособие для студентов. Дубна, Межд. Ун-ет природы, общества и человека, ISBN 9785898472801, ISBN 9785898472801