ჩავლეიშვილი მარინა ანზორის ასული
ჩავლეიშვილი მარინა ანზორის ასული

ჩავლეიშვილი მარინა ანზორის ასული (15.III.1964, ოზუგეთის რ–ნი, სოფ. ბოხვაური), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის მიკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ფაკ–ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ., დაამთავრა თსუ-ის  ეკონომიკის ფაკ-ტი სოფლის მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობით (1981-1986). დაამთავრა ასპირანტურა (1986-1989), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდიდატის წოდება (1990.) იყო  ეკონომიკის ფაკ-ტის მრეწვ., სოფლის მეურნეობისა და შრომის ეკონომიკის კათედრის მასწავლებელი, მაკროეკონომიკის კათედრის დოცენტი (1991-2006). მიკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006–დან). იყო ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (2014-2023). იგი ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2023–დან). მონაწილეობდა 30-ზე მეტ საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში და საგრანტო-სახელშეკრულებო პროექტში. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მიღებული აქვს საქართვ.  სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. დიპლომი და პრემია აგრარულ დარგში საუკეთესო საგანმან. ნაშრომისათვის.

თხზ.:ჩავლეიშვილი, მ. (2019). ქართული თხილის ბაზარი: შეფასება და პერსპექტივები:[მონოგრაფია]. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN;978-9941-26-491-7; ჩავლეიშვილი, მ. (თანაავტორი). (2014). მიკროეკონომიკა, თეორიული კურსი. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN;998-9941-22-362-4; ჩავლეიშვილი, მ. (თანაავტორი). (2019). მენეჯერული  ეკონომიკა. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN948-9941-22-527- 7.