ჭავჭავაძე ნინო ვლადიმერის ასული
ჭავჭავაძე ნინო ვლადიმერის ასული

ჭავჭავაძე ნინო ვლადიმერის ასული (23.XI.1945, თბილისი-2024). დაამთავრა თსუ-ის ქართ. ენისა და ლიტერატურის ფაკ-ტზე და მიენიჭა ფილოლოგის, ქართ. ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია (1963-1968).  სწავლა განაგრძო თსუ-ის გერმან. ენისა და ლიტერატურის ფაკ-ტზე და მიენიჭა ფილოლოგის, გერმან. ენის მასწავლებელის კვალიფიკაცია (1968-1973). ჭ. ნ. მუშაობდა თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე (1970-2006);  დაინიშნა კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ლაბორანტად (1970); მოგვიანებით დაამტკიცეს კლასიკური ფილოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (1989); მუშაობდა კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე (1992-2006); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ნოველა ძველბერძნულ პროზაში“ (1985); თსუ-ის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა დოცენტის სამეცნ.-პედ. წოდება - კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით (1996). ჭ. ნ. სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში-ზაარლანდის უნ-ტში. კურსი მოიცავდა ქართ. ენისა და კულტურის ისტორიის სწავლების ორ საფეხურს, მათთვის ვინც იწყებდა ენის შესწავლას ან იღრმავებდა უკვე შეძენილ ცოდნას ამ სფეროში. გარდა ზაარლანდის უნ-ტისა, კურსი ასევე ტარდებოდა სახალხო უმაღ. სასწ. და ზაარლანდის გიმნაზიაში როტენბიულზე (1990-1998). ჭ. ნ. კოოპერაციის ფარგლებში, ხელმძღვანელობდა გერმანიიდან ქართ. ენისა და კულტურის შესასწავლად საქართველოში ჩამოსულ სტუდენტებს.

თხზ.: ჭავჭავაძე, ნ. (1995). ნოველა რომაულ მხატვრულ პროზაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჭავჭავაძე, ნ. (მთარგმნელი). (2012). ანსელმ კენტერბერიელი. ჭეშმარიტებისათვის. თბ., უნ-ის გამ-ბა; ჭავჭავაძე, ნ. (2021). ოკუპირებული მემკვიდრეობა: (რელიგიური ნაგებობები ოკუპირებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში): [ფოტოალბომი]. თბ.