ჭავჭანიძე ვლადიმერ
ჭავჭანიძე ვლადიმერ

ჭავჭანიძე ვლადიმერ (22.IX.1920, სოხუმი - 4.I.2010, თბილისი). დაამთავრა თსუ (1941). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტში (1950-1960).  იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის კიბერნეტიკის ინ-ტის დირექტორი (1960-1981). იყო თსუ-ის თეორ. კიბერნეტიკის კათედრის გამგე (1969-დან). ხელმძღვანელობდა ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინ-ტის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყ-ებას (1980-დან). გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნ. სტატია, არის 20-ზე მეტი გამოგონებისა და მონოგრაფიის ავტორი. მისი შრომები ეხება ფიზიკის, გამოყენებითი მათემატიკის, კიბერნეტიკისა და ხელოვნული ინტელექტის თეორიის საკითხებს. ჭ. ვ. იყო ინფორმატიზაციის საერთაშ. აკადემიის, ჟურნ  "Kybernetes" სარედაქციო საბჭო, წევრი, საქართვ. ბუნებისმეტყველების აკადემიის, საქართვ. ეკოლოგიის აკადემიის, საქართვ. საინჟინრო აკადემიისა და ქართული საბჭ. ენციკლოპედიის რედკოლეგიის წევრი, საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1974). ჭ. ვ.-ს მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1996), წითელი დროშის ორდენი და პეტრე მელიქიშვილის სახ. პრემია.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჭავჭანიძე, ვ. (1962). კიბერნეტიკის ზოგიერთი საკითხი. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; Чавчанидзе, В. (1964). Методы моделирования и стохастики в физике и кибернетике : Обобщающий доклад. Тб., ТГУ;  Чавчанидзе, В. (რედაქტორი). (1974). Проблемы управления интеллектуальной деятельностью : Психоэвристическое программирование. Тб., Мецниереба;  Чавчанидзе, В. (თანაავტორი). (1966). Теоретические вопросы бионики: Сборник статей. Тб., Мецниереба.