-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული მუსიკოსი
ჩარკვიანი მამუკა ჯანსუღის ძე (24.VIII.1955, ბათუმი — 21.VIII.2025, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1977). მუშაობდა მეტეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად (1977-1979). იყო ახალგაზრდული ორგანიზაციის II მდივანი (1979-1982); გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე (1982-1992). პრეზიდენტის აპარატის მრჩეველ-კონსულტანტი (1992). შემდეგ გააგრძელა მუს. კარიერა (1993-დან). იგი იყო თვითნასწავლი, თვითმყოფადი მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი. ბავშვობის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა სხვადასხვა ინსტრუმენტზე (გიტარა, როიალი) დაკვრა. იყო ბევრი სიმღერის ავტორი, რომელთა უმეტესობა გაჰიტდა. მის სიმღერებს ხშირად ასრულებენ სხვადასხვა თაობის მომღერლები. იგი დაჯილდოებულია სხვადასხვა პრიზებით: XX ს-ის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის "მაღლა და მაღლა" (1999); პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (2000); ფესტივალზე „წლის სიმღერა“ დაჯილდოვდა „ოქროს დისკით“ (2000); სტუდენტურ ფესტივალზე „სტუდენტთა საერთაშორისო დღე“ დაჯილდოვდა დიპლომით — „ქართულ საესტრადო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“(2000); ფესტივალი „წლის სიმღერა — 2000“ წლის საუკეთესო შემსრულებელი, სიმღერებისათვის: „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“ და „დედისჯერი“ (2000); წლის საუკეთესო მუსიკის ავტორი და საუკეთესო შემსრულებელი სიმღერისათვის „და...გტოვებ მარტო“(2001); წლის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი სიმღერისათვის „ოცნებების ქარავანი“ და ჟიურის სპეც. ნომინაცია „ქართული ტრადიციული სიმღერის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი“(2002); დაჯილდოებულია მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრიზით; ჯაზ-ფესტივალის სპეც. პრიზით სიმღერებისთვის „ბლუზი“ და „ქალი სანაპიროზე“; ფესტივალზე „წლის სიმღერა“ სიმღერისათვის „ჩემი თბილისი“(2006); „შანსონის“ ფესტივალზე „წლის შანსონიე“(2014); ფესტივალი „ოქროს ტალღა“ ნომინაცია წლის საუკეთესო სიმღერა „შენ რომ დიდი იქნები“ (2018); დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის „საპატიო უნივერსიტეტელის ტიტულით“. იყო ღირსების ორდენის კავალერი (2000), თბილისის საპატიო მოქალაქე (2023). თბილ. საკონცერტო დარბაზთან გახსნილია მისი სახ. ვარსკვლავი (2014).