ჩარკვიანი ხათუნა
ჩარკვიანი ხათუნა

ჩარკვიანი ხათუნა (8.X.1967).  ჟურნალისტიკის დოქტორი, მედია-პედაგოგი და პრაქტიკოსი ჟურნალისტი, რომლის პროფ. და სამეცნ.-პედ. მოღვაწეობა მოიცავს მედიის თეორიისა და პრაქტიკის, PR-ის, საზ-ბასთან ურთიერთობისა და დემოკრ. ინ-ტების კომუნიკაციური განვითარების საკითხებს პოსტსაბჭ. საქართველოში. ჩ.ხ.-მ დაამთავრა  რუსთვის №10 საშ. სკოლა (1974–1985), შემდგომ თსუ–ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1987–1992). ის არის ჟურნალისტიკის დოქტორი, სადისერტაციო ნაშრომის ავტორი: „PR-ის როლი პოსტსაბჭოთა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში“ (1995–2005). ჩ.ხ.-ს სამეცნ. და პედ. მოღვაწეობა იწყება მწვანეთა მოძრაობის გაზ. „დედამიწა“, სადაც მუშაობდა კორესპონდენტად (1989–1993), ასევე გაზ. „7 დღე“ (1993–1995), მოგვიანებით იყო თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტის ლექტორი (1994–1999); საერთაშ. ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციის ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის ბიულეტენის „ახალი საქართველო“ რედაქტორი (1995); საქართვ. პარლამენტის პრესცენტრის ხელმძღვ. (1995–1998);  საქართვ. იუსტიციის საბჭოს პრესმდივანი (1998–1999);  საქართვ. მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში, სტაჟიორი(1999–2001); რადიო „ფორტუნას“ სპეც. კორესპონდენტი გაეროში (ნიუ იორკი, აშშ); საქართვ. უზენაესი სასამართლოს პრესმდივანი (2001–2004); რუსულენოვანი რადიო „იმედის“ სპეც. კორესპონდენტი საქართველოში (აშშ, ნიუ იორკი, 2004–2006);  საქართვ. მოსამართლეთა ასოციაცია, PR-მენეჯერი (2005–2007);  გრ. რობაქიძის სახ. უნ-ტი (2006–2007); თსუ–ის სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი (2006–2012);  არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“ PR-მენეჯერი (2007–2009); არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები საუნივერსიტეტო განათლებით“ PR-მენეჯერი (2009-2012); დიასპორის საკითხებში საქართვ. სახელმწ. მინისტრის აპარატის პრესსპიკერი (2013-2014); საქართვ. პარლამენტი, ფრაქცია „ქართული ოცნება“, პრესმდივანი (2014-2016),  საქართვ. პარლამენტი, ტერიტ. მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის პრესმდივანი; კომისიის კოორდინატორი აფხ. ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის აპარატთან (2014-2016), აიპ „ქალთა თანადგომა მშვიდობისათვის“, „ქალები საუნივერსიტეტო განათლებით“, „მრავალშვილიანი დედები“, ემიგრაციის ინფორმაციისა და განვითარების საერთაშ. ცენტრი „ხიდი“ და სხვ., საგანგებო პარტნიორი სახელმწ. სტრუქტურებთან ურთიერთობაში (2013 – 2017),  საქართვ. უზენაესი სასამართლო, მედიასთან და საზ-ბასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვ. (2016-დან), საქართვ. უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმის გიდი (ექსკურსიების გაძღოლა სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და უცხ. დელეგაციებისთვის, 2016-დან),  საქართვ. დ. აღმაშენებლის სახ. უნ-ტი (სდასუ), ასოცირებული პროფესორი (2018-დან). ჩ.ხ.-ს მიღებული აქვს უცხოელ ჟურნალისტთა საერთაშ. ცენტრის გრანტი (ICFJ, ვაშინგტონი, აშშ, 2023). იგი აქტიურად თნამშრომლობს უცხოეთის უმაღლ. საგანმან. დაწესებულებებთან/სამეცნ. ცენტრებთან,როგორიცაა: ჰოვარდის უნ-ტი, (ვაშინგტონი, აშშ, 2017) და პოზნანის უნ-ტი  (პოზნანი, პოლონეთი, 2018). ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა სტუდენტთა და პროფესორ მასწავლებელთა სტაჟრების და  გაცვლითი პროგრამები.

თხზ.:  ჩარკვიანი ხ. (1997). ნფორმაციის გახსნილობა - დემოკრატიის უმთავრესი გარანტი. პარლამენტის უწყებანი; ჩარკვიანი, ხ. (2003). გამჭვირვალობა და კონსტრუქციულობა - ერთიანი გერმანიის შენების მთავარი პრინციპი, (1 ნაწილი). დილის გაზეთი; ჩარკვიანი, ხ. (2003). გამჭვირვალობა და კონსტრუქციულობა - ერთიანი გერმანიის შენების მთავარი პრინციპი, (2 ნაწილი). დილის გაზეთი; ჩარკვიანი, ხ. (2005). ამერიკა PR-ის სამშობლო. ჟურნალისტური ძიებანი–VIII გამოც.; ჩარკვიანი, ხ. (2007). ვინ შეიძლება გახდეს PR მენეჯერი. ,ჟურნალისტური ძიებანი –VIII გამოცემა; ჩარკვიანი, ხ. (2010). ბავშვი და გარემო. ბავშვებს გარემოს უცვლის. მთელი კვირა.