ჩარკვიანი დავით ალექსანდრეს ძე
ჩარკვიანი დავით ალექსანდრეს ძე

ჩარკვიანი დავით ალექსანდრეს ძე (17.VII.1944, თბილისი), ფსიქოლოგი, სოც. და ორგანიზაციული ფსიქოლ. მკვლევარი, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (2001); ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი (1989). დ. უზნაძის სახ. პრემიის ლაურეატი (2002). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი ფსიქოლ. სპეციალობით (1966). იყო ტექ. ესთეტ. სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის სოც. ფსიქოლ. ჯგუფის ხელმძღვ. (1969-1974); საქართვ. მეცნ. აკად. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის შრომისა და საინჟ. ფსიქოლ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1972-1974); მუშაობდა ამავე ინ-ტის გამოყენებითი ფსიქოლ. ლაბორ. გამგედ (1976-1981). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „კომუნიკატორული წინააღმდეგობა და სოციალური განწყობის შეცვლა“(1973), ხოლო სადოქტორო დისერტაცია - თემაზე „სოციალური განწყობების ფუნქციური და სტრუქტურული მახასიათებლები“ (1989). ჩ. დ. იყო დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (1990-2006); თსუ-ის შრომის ფსიქოლ. კათედრის პროფესორი (1996, 1998, 2003); ხოლო მოგვიანებით დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის ზოგადი ფსიქოლ. განყ-ბის გამგე (2007-2009). წლების განმავლობაში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას და კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: „ორგანიზაციის ფსიქოლოგია“; „მრეწველობისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“; „სოციალური ფსიქოლოგია“; „სოციალური მოტივაცია“; „ინდუსტრიისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“; „ზოგადი ფსიქოლოგია“; „მართვის ფსიქოლოგია“ და „სპორტის ფსიქოლოგია“. მისი სამეცნ.-კვლ. საქმიანობა მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის, სხვადასხვა სახის განწყობათა ფორმირებისა და შეცვლის კანონზომიერებების ექსპერ. კელევას, სოც. სიტუაციების სახეებს და მათი შეფასების მექანიზმს, აღქმის, ატრიბუციის, კომუნიკაციის, გადაწყვეტილების მიღების პროცესებს.

თხზ.: ჩარკვიანი, დ. (1980).  ინფორმაცია, შეუსაბამობა და სოციალური განწყობის შეცვლა. თბ., მეცნიერება; ჩარკვიანი, დ. (1988). პიროვნების შრომითი განწყობის სტრუქტურული და ფუნქციური თავისებურებანი. თბ.; ჩარკვიანი, დ. (2001). ფსიქოლოგია ინდუსტრიულ ორგანიზაციებში. თბ., ISSN:  9992883294; ჩარკვიანი, დ. (2004). ექსპერიმენტული სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები. თბ., ენა და კულტურა; ჩარკვიანი, დ. (2009). ფსიქიკურ მოვლენათა კვლევის თეორიული და მეთოდოლოგიური საკითხები. თბ., უნივერსალი, ISBN:9789941128813.