-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჩარგეიშვილი ბიძინა ბიძინას ძე (12.V.1958, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ–ტი პლაზმის ფიზიკის სპეციალობით (1980) და იმავე წელს დაიწყო მუშაობა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის უმცროსი მეცნ. რანგში მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თსუ-ში თემაზე : „წრფივი და არაწრფივი ტალღების გავრცელება სპიკულებსა და მზის სხვა არაერთგვაროვან მაგნიტურ წარმონაქმნებში“ (თეორ. ფიზიკა, 1991). თეზისები ეხებოდა მზის ატმოსფეროში მაგნიტურ მილებში მაგნიტოჰიდროდინამიკური ტალღების გავრცელების და მათი არამდგრადობების თეორიულ შესწავლას. იყო აბასთუმნის ობსერვატორიის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი, როცა იაპონიის მთავრობის სამეცნ. გრანტით სამუშაოდ გაემგზავრა იაპონიაში ტოიამას უნ-ტში, ელექტრონიკისა და ინფორმატიკის ფაკ-ტის პლაზმური ასტროფიზიკისა და ბირთვული სინთეზის ლაბორატორიაში. მისი კვლევის ობიექტს წარმოადგენდა მზეზე მაგნიტური მილების შეჯახებისას მაგნიტური ველების გადაერთების ფიზ. პროცესები (1992). შემდეგ კვლავ განაგრძო კვლევითი საქმიანობა აბასთუმნის ობსევატორიაში თეორ. ასტროფიზიკის განყ-ების უფრ. მეცნიერ თანამშრომლის რანგში (1993). მოგვიანებით ჩაერთო სამეცნ. პროექტში "მზის მსხვილმასშტაბიანი მაგნიტური წარმონაქმნების ბრუნვითი სიჩქარეების შესწავლა"(2013-დან). ხელმძღვანელობდა პროექტს მზის სხვადასხვა წარმონაქმნების აქტივობების სივრცულ-დროითი ევოლუციის შესასწავლად (2015-დან). იყო ე. ხარაძის სახ. საქართვ. ეროვნ. ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე (2020-2025). ამჟამად ობსერვატორიის სამეცნ. პროგრამების კოორდინატორია. არის საერთაშ. ასტრონ. კავშირის წევრი. თანაავტორებთან ერთად არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, მათ შორის: “Dynamics of the physical state during two-current-loop collisions”, (Solar Physics, Volume 145, Issue 2, pp.297-315. 1993; ,,N S Asymmetry in the Solar Differential Rotation During 1957 1993”, (Solar Physics, Volume 227, Issue 1, pp.27-38. 2005); ,,Cyclic variations in the solar differential rotation pattern based on the Hα filament data (1957–1993)”, (Advances in Space Research, Volume 75, Issue 8, pp. 6514-6521. 2025).