ჩარექიშვილი მიხეილ სააკის ძე
ჩარექიშვილი მიხეილ სააკის ძე

ჩარექიშვილი მიხეილ სააკის ძე (1905, ტყიბული-2003).  დაამთავრა ქუთ. ჰუმანიტარული ტექნიკუმი (1925). თსუ-ის სოციალ-ეკონ. ფაკ-ტი (1925-1930), ასპირანტურა (1932-1935). მუშაობდა თსუ-ის საქონელმცოდნეობის კათედრაზე ასისტენტად, უფრ. მასწავლებლად.  იმყოფებოდა სამამ. ომში, შემდეგ კვლავ თსუ-ის იმავე კათედრის დოცენტია,  დაიცვა საკანდ. დისერტაცია (1950). გამოაქვეყნა 50-მდე სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 10 სახელმძღვანელო.

თხზ.: ჩარექიშვილი, მ. (1964). სამრეწველო საქონელმცოდნეობა: შესავალი. თბ., ცოდნა; ჩარექიშვილი, მ. (1975). სილიკატური საქონლის საქონელმცოდნეობა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჩარექიშვილი, მ. (1974). კულტსაქონლის საქონელმცოდნეობა. თბ., განათლება; ჩარექიშვილი, მ. (1996). საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკური საქონლის საქონელმცოდნეობა: ლექციების კურსი უმაღლესი სასწ. კომერციის ფაკ. სტუდენტებისათვის. თბ. უნტ-ის გამ-ბა.