-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ჭანუყვაძე ლუიზა გივის ასული (03.II.1950, სოფ. ცხემლისხიდი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი, თსუ-ის საერთაშ. ეკონ. და ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის კათედრის დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლებცოდნეობის ფაკ-ტის, საზღვარგარეთის აღმ. ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის სპეციალობით (1967-1972). მუშაობდა ეკონ. ფაკ-ტზე ლაბორანტად, უფრ. ლაბორანტად, შემდეგ ლაბორ. გამგე (1978 1990); იყო სხვადასხვა კათედრაზე (1990-დან); მოგვიანებით საერთაშ. ეკონ. და ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის კათედრის დოცენტია (1992-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საგარეო ვაჭრობის განვითარება ომისშემდგომი პერიოდის საქართველოში 1945-1985 წლებში“ და მიენიჭა დოცენტის სამეცნ.-პედ. წოდება (1996). ეკავა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა (2006-2009). ჭ. ლ. ავტორია რამდენიმე სამეცნ. ნაშრომებისა: „სავალუტო სისტემის კრიზისის პრობლემები“ (ეკონომისტი, 1989, N7); „ახალი ინსტიტუციონალური ეკონომიკური თეორიის მეთოდოლოგიური თავისებურებანი: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. სოციალური, 2007, მაისი-ივნისი, N3).
თხზ. ჭანუყვაძე, ლ. (1986). ანტიკური ქრისტიანული პერიოდის ეკონომიკური შეხედულებები ახალი აღქმის მიხედვით. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჭანუყვაძე, ლ. (1999). ეკონომიკური რეგულირების თანამედროვე თეორიების განვითარების ეტაპები და მისი მიმართულებები. თბ. უნ-ტის გამ-ბა.