ჭანტურიშვილი ლევან სიოს ძე
ჭანტურიშვილი ლევან სიოს ძე

ჭანტურიშვილი ლევან სიოს ძე (5.IX.1921, ს. აცანა, ლანჩხუთის რ-ნი-16.VII.2004, თბილ.), დაამთავრა თსუ (1942). მუშაობდა საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტში (1942-1976); იყო ქანების ფიზიკის განყ-ბის გამგე (1963-1976); გეოელექტრობისა და გეომაგნეტიზმის სექტორის გამგე (1974-1976). იყო თსუ-ის ძიების გეოფიზიკური მეთოდების კათედრის გამგე (1976-დან); მისი შრომები შეეხება ქანების ფიზიკური თვისებების შესწავლისა და ელექტროძიების საკითხებს. გეოფიზიკოსი, ტექნიკურ მეცნ. დოქტორი(1962), პროფესორი(1970). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1982).

თხზ.: ჭანტურიშვილი, ლ. (თანაავტორი). (1978). ველის თეორიის ელემენტები გამოყენება გეოფიზიკაში :სასარგებლო წიაღისეული ნამარხების ძებნა-ძიების გეოფიზიკური მეთოდები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჭანტურიშვილი, ლ. (თანაავტორი). (1999). მეორე რიგის წრფივი დიფერენციალური განტოლებები ძიების გეოფიზიკურ მეთოდებში. თბ., უნ-ტის გამ-ბა.