-
ავტორი
- კატეგორიები: მთარგმნელი პედაგოგი ანგლისტი
ჭანტურია არიანე აკაკის ძე (1925-2014), ფილოლოგი, მთარგმნელი, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევრ. ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი ინგლ. ფილოლოგიის განხრით. (1956), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ჟურნალ "მოამბის" მთ. მთარგმნელ-რედ., "დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის" (110.000 სიტყვა-სტატია) სარედაქციო კოლეგიის წევრი (1995-2008), "დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის" (140.000 სიტყვა-სტატია) ერთ-ერთი შემდგენელი და რედ. (მთ. რედ. პროფ. დონალდ რეიფილდი, 2006), საერთაშ. სამეცნ. ჟურნალის - "ქართველოლოგიის" თანარედაქტორი, "ფაზისის" საერო-სამეცნიერო აკადემიის წევრი. თსუ-ის ევრ. ენებისა და ლიტერატურის ინ-ტის ინგლ. ფილოლოგიის დეპ. საპატიო პროფესორი. სხვადასხვა დროს აქტიურად თანამშრომლობდა არქეოლ. კვლევის ცენტრთან, საქართვ. მეცნ. აკადემიასთან, აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტთან, თსუ-ის ქართველოლოგიურ ცენტრთან, საქართვ. მეცნ. აკადემიის სამეცნ. ბიბლიოთეკასთან და სხვა. ჭ. ა.-ს ეკუთვნის მრავალი ქართვ. მეცნიერის ნაშრომის ინგლისურენოვანი თარგმანები, ისეთ დარგებში, როგორებიცაა: არქეოლოგია, გეოლოგია, ეთნოლოგია, ენათმეცნიერება, ისტორია, ლიტერატურათმცოდნეობა, რუსთვე-ლოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ჰიდროლოგია და ა.შ. მანვე დაამუშავა და საქართვ. ხელნაწერთა ინ-ტს გადასცა მამისეული მდიდარი არქივი, ხოლო საარქივო მასალების მიხედვით გამოსცა აკაკი ჭანტურიას სამეცნ. შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი - "ეთნოგრაფიული ჩანაწერები", "საქართველო და მისი გეოლოგიური ისტორია", "მეგრული სახელები და გვარები", "ოქროს კრავისა და ოქროს ვერძის ზღაპრები" და სხვ. გამოსაცემად მზადაა: "აკაკი ჭანტურია და ზუგდიდის მუზეუმი - დოკუმენტურ-ქრონოლოგიური კრებული 1921-2013"; "აკაკი ჭანტურია, ლექსები და პოე-მები"; "აკაკი ჭანტურია, სოფელ ჯვარის ისტორიული რუკა"; თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა XVIII ს. გამოჩენილი ქართვ. ენციკლოპედისტის ვახუშტი ბაგრატიონის "ქართლის ცხოვრება."