ჭანტურაია (კაპანელი) კონსტანტინე გრიგოლის ძე
ჭანტურაია (კაპანელი) კონსტანტინე გრიგოლის ძე

ჭანტურაია (კაპანელი) კონსტანტინე გრიგოლის ძე (05.V.1889, კაპანა, დღეს აბაშის ნაწილი- 10.XII.1952), ქართვ. ფილოსოფოსი, ხელოვნებათმცოდნე, მწერალი. სწავლობდა ანსის, სორბონისა და გრენობლის (სიტყვიერების ფაკ-ტი) უნ-ტებში. მუშაობდა ლუვრის მუზეუმში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ასწავლიდა ფრანგულ ენას ქუთაისის რეალურ სასწავლებელსა და წმ. ნინოს სასწავლებელში; იყო ქართ. უნ-ტის დამფუძნებელის საზ-ბის წევრი (1917-1918). კითხულობდა სალექციო  კურსს ხელოვნების ისტ. და დას. ევრ. ლიტ-რის ისტორიაში  თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში (1925 -1932); ამიერკავკ. კომუნისტურ უნ-ტში (1925-1926);  მოსკ. სამხატვრო აკადემიაში (ქართ. ხელოვნ. შესახებ, 1929). დანიშნეს თბილ. პედ. ინ-ტის დასავ. ევრ. ენების  კათედრის გამგედ (1931); პარალელურად კითხულობდა ლექციებს თსუ-ში, ქუთაისისა და ბათუმის პედ ინ-ტებში. იყო მცენარეთა დაცვის ინ-ტის დირექტორის მოადგილე (1931–1933). მიენიჭა დოცენტის წოდება (1932). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1940). მისი სამეცნ. და ინტელექტუალური ძიების სფეროს წარმოადგენდა ლიტ-რის, ხელოვნებისა და ესთეთიკის საკითხები.  იგი ავტორია რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნ. შრომისა:  „სული და იდეა“ (1923); „სოციალური ესთეტიკის საფუძვლები“ (1925); „ქართული სული ესთეტიურ სახეებში“ (1926); „ქართული ლიტერატურის სოციალური გენეზისი“ (1928); „მეტყველებისა ლიტერატურის პრობლემები“ (1938) და ა.შ.

ლიტ.: საქართვ. ეროვნ.  არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 4; ნმ.1631/181.