-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ეკონომისტი აკადემიკოსი
ჩანტლაძე ვასილ გიორგის ძე (8. I. 1905, ზესტაფონი-1995 ). დაამთავრა თსუ-ის სოციალ-ეკონ. ფაკ-ტი (1923-1927). პროფ. ფ. გოგიჩაიშვილის თაოსნობით დატოვეს უნ-ში, რომლის დავალებით, დაამუშავა მთელი რიგი შრომებისა: „სტატისტიკის ისტორია ინგლისში“, „ფინანსური მეცნიერების საგანი და ამოცანები“ (1930-1938) და სხვ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1932) და მიენიჭა დოცენტის სამეცნ. ხარისხი; შემდეგ სადოქტორო დისერტაცია (1954) და მიენიჭა დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1958), პროფესორის წოდება (1959), საქართვ. სსრ მეცნ. დამს. მოღვაწის წოდება (1966), იყო ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე (1967-1988), მეცნ. აკად. წ.-კორ. (1974), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (1979-1995). კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა საგნებში. მუშაობდა მეცნ. აკადემიის ეკონ. და სამართ. ინ-ტში უფრ. მეცნიერ-მუშაკად, ამიერკავკ. ფინსახკომში, საკავშირო დაუსწრებელ ფინანსურ-ეკონ. ინ-ში (1945-1980). მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და სიგელები. ვ. ჩ. იყო უნ-ტსა და სხვა ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი, ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა სარედაქციო საბჭოს წევრი. დიდი წვლილი მიუძღვნის ფინანსური თეორიების მეცნ. დამუშავებაში. გამოქვეყნებული აქვს 205-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი.
თხზ.: ჩანტლაძე, ვ. (1937). სამეურნეო ანგარიშიანობა და დაკრედიტება. თბ.; ჩანტლაძე, ვ. (1959). სულხან-საბა ორბელიანის ეკონომიკური შეხედულებები. თბ.; ჩანტლაძე, ვ. (1966). ფინანსური მეცნიერების საგანი და ამოცანები. თბ., საბჭ. საქართველო; ჩანტლაძე, ვ. (1972). კაპიტალისტურ სახელმწიფოთა ფინანსები : სახელმძღვ. სტუდენტთათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჩანტლაძე, ვ. (1975). ფინანსები რეფორმამდელ აღმოსავლეთ საქართველოში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჩანტლაძე, ვ. (1986). ფულის, კრედიტისა და ფინანსების ისტორია: ნაკვ. 1-2. თბ, უნ-ტის გამ-ბა; ჩანტლაძე, ვ. (1987). ფინანსების თეორიის საკითხები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჩანტლაძე, ვ. (1992). შოთა რუსთაველის ეკონომიკური შეხედულებები. თბ., მეცნიერება; ჩანტლაძე, ვ. (2004). ფინანსური მეცნიერების საფუძვლები. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9994020277.