ჩანტლაძე ნათია თამაზის ასული
ჩანტლაძე ნათია თამაზის ასული

ჩანტლაძე ნათია თამაზის ასული (23. X. 1968, თბილისი), არმენოლოგი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1990) და კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტის ასპირანტურა (1993); იყო ისტ. მეცნ. კანდ. (1994); მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „მხითარ გოშის ტრაქტატი „ქართველთათვის“ (1994). იყო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1995-1996); თსუ-ის დოცენტი (1996-2006); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-2009, 2013-2025); აღმოსავლეთმცოდნეობის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის არმენოლოგიის კათედრის გამგე (2015-2025); არმენოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვ.; ჰუმანიტარული ფაკ-ტის სამაგისტრო (შუა სს ქრისტ. აღმოსავლეთის ფილოლოგია-სომხური ფილოლოგია) პროგრამაში სომხური ფილოლ. მოდულის ხელმძღვ. ენის დაუფლების უმაღლ. განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემქმნელი საბჭოს წევრი.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჩანტლაძე, ნ. (თანაავტორი). (2009). მონოფიზიტური ძეგლები საქართველოში (არქიტექტურა, რელიეფები, წარწერები): 1: ქვემო ქართლი. თბ., არტანუჯი, ISBN: 9789994055593; ჩანტლაძე, ნ. (მთარგმნელი). (2012). მხითარ გოშის ტრაქტატი „ქართველთათვის“. თბ., არტანუჯის წყაროები, ISBN: 9789941421983; ჩანტლაძე, ნ. (თანავტორი). (2024). ზაზა ალექსიძე: (1935-2023): ანოტირებული ბიბლიოგრაფია. თბ., კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი, ISBN: 9789941991721.