-
ავტორი
- კატეგორიები: გეოფიზიკოსი
ჭანკვეტაძე ალექსანდრე შიოს ძე (16.V.1981, თბილისი), გეოფიზიკოსი. ილიას სახელმწ. უნ-ტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი (2011), დაიწყო მუშაობა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ–ის გეოფიზიკის ინ-ტში მეცნიერ–თანამშრომლად (2012). მონაწილეობა მიიღო საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,Hydrodynamic and geomagnetic anomalies related with preparation of Caucasus's earthquakes“ (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ., 2016. N19ა); ,,გეოფიზიკური პარამეტრების ვარიაცია სეისმური მოვლენების მომზადების დროს საქართველოში“ (საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია:გეოფიზიკური პროცესები დედამიწასა და მის გარსებში". თსუ-ის შრომები, 2023); ,,222Rn კონცენტრაციის დონეები ნიადაგის გაზსა და წყალში ქვემო ქართლის რეგიონში, საქართველო - 222Rn რუკების შედგენა“ (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ.:მყარი დედამიწის, ატმოსფეროს, ოკეანისა და კოსმოსური პლაზმის ფიზიკა, 2024, ტ. 27(2)).