ჭანიშვილი ნანი (ნინო)
ჭანიშვილი ნანი (ნინო)

ჭანიშვილი ნანი (ნინო) (03. II. 1945, ქ. თბილისი — 28. III. 2025), მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის კიბერნეტიკის ფაკ-ტი (1967), სპეციალობით სტრუქტურული  გამოყენებითი ლინგვისტიკა. იყო თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრის დოცენტი (1971-დან), თსუ-ის ცენტრის „ენა, ლოგიკა, მეტყველების“ მთ. კოორდინატორი (1995-დან), საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (1995-1999). არის სხვადასხვა ქვეყანაში გამოცემული სტატიებისა და მონოგრაფიების ავტორი. იგი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ამიერკავკასიის ქალთა დიალოგის დამფუძნებელი (1994), გენდერული განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი (1998), საზ-ბის „საქართველოს ქალები მშვიდობისათვის“ წევრი (1991), სამედ.-სოც. აკად. საპატიო წევრი, საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის წევრი (1996-1999), საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი (1995-1999), საქართვ. მოქალაქეთა კავშირის წევრი (1993).