ჭანია ელეონორა ბადრის ასული
ჭანია ელეონორა ბადრის ასული

ჭანია ელეონორა ბადრის ასული (15.IV.1999, თბილისი), საზოგად. გეოგრაფიის მკვლევარი. დაამთავრა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ის ბაკალავრიატი საზ. გეოგრაფიის მიმართულებით (2021), ხოლო შემდეგ მიენიჭა:  თსუ-ის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონ. გეოგრაფიის მაგისტრის ხარისხი (2023); ასისტენტის (2022-2023); იკავებს მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობას  ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის საზ. გეოგრაფიის განყ-ში (2024). არის ავტორი პუბლიკაციებისა, რ-იც უკავშირდება ელექტორალური ქცევის, მდგრადი განვითარების, მოსახლეობის გეოგრაფიის, მონაცემთა ვიზუალიზაციის და საქმიანი ტურიზმის თემატიკას. ასევე მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტის კვლევები. არის რამდენიმე კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი, ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფის „მე-16 ელემენტის“ თანადამფუძნებელი.

თხზ: ჭანია, ე. (თანაავტორი). (2020). თუშეთის მდგრადი განვითარების ტენდენციები და სახელმწიფოს პოლიტიკამთის კანონისამოქმედების კვალდაკვალ. რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი, №1(280); Tchania, E. (თანაავტორი).  (2023). Development Potential of MICE Tourism in Georgia: A Case Study of Tbilisi and Batumi. Georgian Geographical Journal; Tchania, E. (თანაავტორი). (2024). Conical Model of Non-Uniform Rotation and Interaction of Elements of the Atmospheric Rotation Chain in a Linear Approximation. Journals of Georgian Geophysical Society; Tchania, E. (თანაავტორი). (2023). Regarding the Spontaneous Mechanism of Atmospheric Whirlwind Generation in Narrow Mountain Canyons. Journals of Georgian Geophysical Society; Tchania, E. (თანაავტორი). (2025). Prospects of Tourism Development in Zemo Racha and Their Reflection Among the Local Society. Georgian Geographical Journal; Tchania, E. (თანაავტორი). (2025). 2024 Parliamentary Elections in Georgia: Regional Characteristics of Statistical Anomalies in Voter Turnout. European Journal of Transformation Studies, Vol.13, №1.