-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი
ჭალაგანიძე ნინო შოთას ას (05.III.1977, ქ. თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის საბაკალავრო (1998) და სამაგისტრო პროგრამები (2000), ასპირანტურა (2004). იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური (I არხისა და „რუსთავი-2“-ის 2001-2005 წლების საინფორმაციო პროგრამების მიხედვით“(2006). თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2015), ს. მესხის სახ. პრემიის ლაურეატი ქართ. ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (2020). საქართვ. ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებული ნომინაციით: წლის მედიამენეჯერი (2018). სხვადასხვა წლებში იყო თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ფაკ-ტის საბჭოს წევრი, საუნივერსიტეტო გაზეთის რედკოლეგიის წევრი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პირველი არჩეული ხელმძღვ. მუშაობდა: სამეცნ. საინჟ. საზ-ებათა კავშირში საზ-ბასთან ურთიერთობის მენეჯერად (2000); გრ. რობაქიძის უნ-ტში რექტორის მოადგილედ საზ-ებასთან ურთიერთობის მიმართულებით (2005-2009); საქართვ. დ. აღმაშენებლის სახ. უნ-ტში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნ. ფაკ-ტის დეკანად და ჟურნალისტიკის პროგრამების ხელმძღვანელად (2009-2010); კავკასიის საერთაშ. უნ-ტში ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელად (2011-2015); მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელად (2013-დან); კანცლერის მრჩევლად აკად. მიმართულებით (2021); ოთხგზის იყო არჩეული საქართვ. განათლების ხარისხის ეროვნ. ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს წევრად (2020-2024). ჭ.ნ. არის ციფრული მედიისა და ინოვაციების სამაგისტრო და მას. კომუნიკაციის სადოქტორო საგანმან. პროგრამების ავტორი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. კითხულობს სასწ. კურსებს: ახალი ამბების ჟურნ., ტელემედია; ტელემედია (პრაქტიკუმი); ბავშვთა საკითხების გაშუქება; რეპორტინგი ციფრულ მედიაში, ვიზუალური თხრობა. არის მრავალი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვ. ჭ.ნ. არაერთგზის ჩართული იყო შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო პროექტებში. მისი ხელმძღვანელობითა და პროდიუსერობით მომზადდა დოკუმენტური ფილმების რამდენიმე ციკლი, მათ შორის: „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (2017); „ყვარლიდან მთაწმინდამდე - გურამ შარაძის მოტივებზე“ (2023); „რუსთველის სამყარო“ (2017); „ლარის თავგადასავალი“ (2025) და სხვ. ჭ.ნ. არის 45-მდე სამეცნ. ნაშრომისა და 7 სახელმძღვანელოს ავტ./თანაავტ., ასევე, მრავალი წიგნის რეცენზენტი და რედაქტორი.
თხზ.: ჭალაგანიძე, ნ. (თანაავტორი). (2008). ბავშვთა საკითხების გაშუქება მედიაში: ზოგადი მეთოდოლოგიური რეკომენდაციები პედაგოგებისთვის, სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. გაეროს ბავშვთა ფონდი, უნ–ტის გამ–ბა, ISBN 978-9941-13-016-8 EAN 9789941130168; Chalaganidze, N., (2015). Coverage of Children Issues in Modern Georgian Media (Research period: January-June 2014), International Journal of Multidisciplinary Thought, CD-ROM. ISSN: 2156-6992:05(03):205–212; (PDF) COVERAGE OF CHILDREN ISSUES IN MODERN GEORGIAN MEDIA; ჭალაგანიძე, ნ. (თანაავტორი). (2017). ჟურნალისტიკა. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN: 9789941135767; სტატია ჟურნალიდან; ჭალაგანიძე, ნ. (თანაავტორი). (2018). კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკა. ქართულ-ინგლისურ-რუსულენოვანი გამოცემა. თბ., გამომც. უნივერსალი. ISBN 978-9941-26-428-3; ჭალაგანიძე ნ. (თანაავტორი). (2020). „კონფლიქტის კომუნიკაცია: ისტორია, სტატუს-ქვო, პერსპექტივები (საქართველოს, უკრაინისა და გერმანიის მედიაგამოცდილება)’’, (PDF) Communicating conflicts: history, status-quo and perspectives in the media of Georgia, Ukraine and Germany. გერმანიის ბერლინის თავისუფალი უნ-ტის გამომც.; Chalaganidze, N. Kuprashvili, N., (2022). Perception of Hate Speech in the of Freedom of Speech Context - Georgian Media Culture Example. International Journal of Innovative Technologies in Social Science. 2(34); Chalaganidze, N., Mkhitarov, M., (2024). POLITICAL HUMOR IN MEDIA AS A PROPAGANDA TOOL IN POST-SOVIET REALITY. Norwegian Journal of development of the International Science No 135 DOI: 10.5281/zenodo.12579184; Chalaganidze, N., Zambakhidze, L. (2024). Representation of the Reality in the First Georgian Documentary Films. International Journal of Innovative Technologies in Social Science. 4(44). doi: 10.31435/ijitss.4(44).2988; Chalaganidze, N., Kotrikadze, M., Maisaia, V., Sadaghashvili, N. (2024). High-Tech Research on National Security and Election Processes - to Study Manipulations of the Political PR with Neurofeedback and Biofeedback Devices. African Journal of Biomedical Research. Vol. 27 No. 4S.