-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი
ჩალაძე თამილა ტრისტანის ასული (24.X.1974, სოფ. ლელიანი, ლაგოდეხის მუნიციალიტეტი), გეოგრაფი, გეოგრაფიის მაგისტრი (2003), არის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის ფიზ. გეოგრაფიის განყ-ბის მეცნიერ-თანამშრომელი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი სპეციალობით ფიზ. გეოგრაფია და გარემოს დაცვა (2003), ნაშრომით თემაზე „ლაგოდეხის რაიონის ბუნებრივი ლანდშაფტების ანთროპოგენური ცვლილება“ და მიენიჭა გეოგრაფიის მაგისტრის აკად. ხარისხი. დაამთავრა საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის ასპირანტურის სრული კურსი სპეციალობით გეომორფოლოგია და ევოლუციური გეოგრაფია (2007) თემაზე „შიგნით კახეთის ბუნებრივი გარემოს ცვლილება ვახუშტი ბაგრატიონიდან დღემდე“. მუშაობს საქართვ. სხვადასხვა რეგიონის ლანდშაფტურ სივრცე-დროით ტრანსფორმაციასა და კარტოგრაფირებაზე GIS სისტემების საშუალებით. ლანდშაფების კვლევის მიმართულებით გამოცემული აქვს 2 მონოგრაფია და 50-ზე მეტი სტატია. იყო ინ-ტის სამეცნ. სემინარების საბჭოს მდივანი (2015-2019), არის თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი (2019-დან ), ალ. ჯავახიშვილის სახ. საქართვ. გეოგრ. საზ-ბის წევრი (2007-დან).
თხზ: Chaladze, T. (თანაავტორი). (2012). Tbilisi's climatic-landscape peculiarities and its dynamics. The Journal of Environmental Biology, #33, pp. 521-524, Lucknow, India; Chaladze, T. (თანაავტორი). (2013). Anthropogenic Transformation of Landscapes of Eastern Georgia and the Current Ecological Situation. Scientific Annals of Alexandru Ioann Cuza University of Iasi, Geography series, Vol. LIX, s. I-s, pp. 79-94, Romania; Чаладзе, Т. (თანაავტორი). (2014) Трансформация ландшафтов Грузии и их экологическое состояние (общая характеристика и анализ). LAP LAMBERT Academic Publishing. Германия, c. 181; Чаладзе, Т. Т. (თანაავტორი). (2003). Антропогенная трансформация ландшафтов Грузии. კრებული: გეოგრაფია და თანამედროვეობა, „მეცნიერება“, გვ. 116-124; Чаладзе Т.Т. (თანაავტორი), (2007) стр. 143-146; ჩალაძე , თ. (თანაავტორი). (2008). თბილისისა და მისი შემოგარენის ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაცია. პოლიგრაფი, 157 გვ.; Chaladze, T. (თანაავტორი). (2025). Main Geographical Factors of Settlement Patterns and Natural Resource Use in Mountain Region: The Kvemo (Lower) Svaneti (Lentekhi Municipality) Case, Georgian Geographical Journal, Vol.5, #1.