-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
ჩაკუნაშვილი ნინო ნიკოლოზის ასული (24.II.1978, ქ. თბილისი), ფილოლოგიის დოქტორი. დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (1999), მაგისტრატურა (2001), დოქტორანტურა (2004). ფილოლოგიის დოქტორი (2010), თსუ–ის ქართველოლოგიური სკოლის მეცნიერ თანამშრომელი (2000-2011), თსუ–ის ძვ. ქართ. ლიტერატურის კათედრის მასწავლებელი (2000-2011). შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის რუსთველოლოგიის განყ-ბის მეცნიერ თანამშრომელი (2009-2011), თსუ–ის ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის მასწავლებელი (2000-2010), ქართ. ენის მასწავლებელი უცხოელთათვის. დამოუკიდებელი მკვლევარი და სტაჟიორი: კოპენჰაგენის სამეფო ბ-კა (2012-2014); პარიზის ფრანსუა მიტერანის სახ. ბ-კა (2015-2019); ჟენევის ბ-კა (2022).
თხზ.:ჩაკუნაშვილი, ნ. (2005). სასწაული დასავლურ კურტუაზულ ლიტერატურაში. ჰუმანიტარული ფაკ-ტის ახალგაზრდა მეცნ. V სამეცნ. სესიის მასალები. უნ–ტის გამ–ბა; Chakunashvili, N. (2009). A general review of miracles in hagioigraphic and chivalry literature. litinfo, Issue: volume N3, Issue 2; Chakunashvili, N. (2010). The Women in the Western and Georrgian literature of the middle Ages. Georgian El. Journ. of Literature, Rustaveli Institute of Georgian Literature, Issue: Volume N4; issue 1; ჩაკუნაშვილი, ნ. (2011). სასწაული როგორც ავანტიურა შუასაუკენეების საერო რომანებში. კავკასიის საერთაშორისო მაცნე, N3; ჩაკუნაშვილი, ნ. (2011). სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში. სამეცნ. ორენოვანი ელ. ჟურნ. ქართველოლოგი, N 16 (1).