ჩახვაძე ზოსიმე თედორეს ძე
ჩახვაძე ზოსიმე თედორეს ძე

ჩახვაძე ზოსიმე თედორეს ძე (1901, ლანჩხუთის რაიონი, სოფ. ჩიბათი 11.XII.1937). დაამთავრა თსუ-ის სოციალ-ეკონ. ფაკ-ის ეკონ. განყ-ება (1927), დატოვეს უნ-ტში ასპირანტად. იყო ქართვ. სოც–დეკ. პარტიის წევრი (1924), სკკპ (ბ) წევრი (1926-დან). საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის დოცენტი (1929-1931), საფინანსო-ეკონ. ინ-ტის პროფესორი (1931), თსუ-ის პროფ. და სახ.- სამ. აღრიცხვის  კათედრის  გამგე (1932-1937).  უნ-ტმა იგი მიავლინა მოსკ. (1929), სადაც, პროფ. მ. სმიტისა და სხვა ცნობილი მეცნიერების ხელმძღვანელობით,  მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა მოსკოვის სახ. მეურნეობის ინ-ტში, ამავე წელს სახელმწ. სტატისტ. მოამბეში გამოაქვეყნა ნაშრომი. ჩ. ზ.-ს ბრალად  წაუყენეს მემარჯვენეთა ორგანიზაციის  წევრობა, თითქოს იგი დამანგრეველ საქმიანობას ეწეოდა სახ. მეურნეობის  დარგში, რის გამოც დახვრეტეს, პირადი ქონების კონფისკაციით (1937).

თხზ.: ჩახვაძე, ზ. (1930). შრომის  ორგანიზაცია  და  შემოსავლების  განაწილება კოლმეურნეობაში. თბ., სახელგამი; ჩახვაძე, ზ. (1934). სტატისტიკის ზოგადი  თეორია: ქრესტომატია. თბ. სახელგამი.