ჩახუნაშვილი ვლადიმერ კონსტანტინეს ძე
ჩახუნაშვილი ვლადიმერ კონსტანტინეს ძე

ჩახუნაშვილი ვლადიმერ კონსტანტინეს ძე  (16.VIII.1951, თბილისი). დაამთავრა სტუ-ის საინჟ. ფიზიკის ფაკ-ტი (1974). ჩ. ვ.-ს სამუშაო გამოცდილება: თსუ-ის კიბერნ. ფაკ-ზე ფიზ. კიბერნ. ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (1975-1979); საქართვ. მეცნ. აკად. კიბერნ. ინ-ტის ოპტ. კვლევის ლაბორ. (1979-1982); საქართვ. მეცნ. აკად. გეოლ. ინ-ტის კრისტალოგრაფიის განყ-ბა (1982-89); საქართვ. მაღალი ტექნოლ. ეროვნ. ცენტრში ფუნდამენტალური მასალათმცოდნეობის ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1989-2008); პარალელურად, ხანგრძლივი სამეცნ. მივლინებების ფარგლებში მონაწილეობდა საერთო სამეცნ. კვლევებში (1982-1990) სსრკ მეცნ. აკად. კრისტალოგრაფიის ინ-ტში (მოსკ., რუსეთი); ჩ. ვ. იყო თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკ-ტის ელემენტარული ნაწილაკების რეგისტრაციის ლაბორ. უფრ. (2000-2009) და ეწეოდა პედ. მოღვაწეობას, კითხულობდა ლექციათა კურსს ბირთვულ ელექტრონიკაში შესაბამისი მიმართულების სტუდენტებისათვის. ჩ. ვ.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტალური მასალათმცოდნეობა, ოპტ. სხივით მართვადი რადიაციული გამოსხივების დეტექტორები, მაღალსიხშირული გარდამქნელებისა და იზოტოპური ალმასის საფუძველზე ბირთვული ელექტრონიკის ელემენტების შექმნის ტექნოლ. დამუშავება. არის 11 სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია საჭ. და საერთაშ. მაღალ რეიტინგულ სამეცნ. ჟურნალებში: „Получение монокристаллических пленок сульфида цинка на аморфных подложках посредством искусственной эпитаксии“ (Кристаллография, 33, 5, 1324-1325, 1988); „CDS films obtained by graphoepitaxy and investigation of some of their properties“ (Sensors and Actuators B,5, 257-261, 1991); „On NMR Studies of 13C Isotope Enriched Diamonds“ (Proceeding of 8th European Conference on Diamond,Diamond-like and Related Materials.Heriot-Watt Universiti, Edinburg, Scotland, 3-8 August,1997). არის ადგილ. და საერთაშ. რამოდენიმე საგრანტო პროექტისა და სამეცნ. ღონისძიების მონაწილე. ჩ. ვ. მუშაობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრში, რამოდენიმე საგამოცდო ცენტრის კოორდინატორად (2005-2021).