-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
ჩახტაური ადამ
ჩახტაური ადამ (1908 სოფ. შილდა, ყვარლის რაიონი-1981, თბილ.), ქართვ. მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი (1949), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1948). დაამთავრა თსუ (1933). მუშაობდა თსუ–ის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე (1950-1981); მისი ძირითადი შრომები ეხება უმაღლ. გეომეტრიას, კერძოდ, დაამუშავა ბადეთა თეორია, ტენზორული გეომეტრიის მეთოდები. ცნობილი გეომეტრების მოწვევით სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს საფრანგეთში, იტალიასა და პოლონეთში; არის საქართველოში დიფერენციალური და ტენზორული გეომეტრიის ფუძემდებელი; მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, საქართვ. მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1977).
თხზ.: ჩახტაური, ა. (1951). დიფერენციალური გეომეტრიის საფუძვლები. უნ–ტის გამ–ბა; ჩახტაური, ა. (1960). ანალიზური გეომეტრია. ცოდნა.