ჭაია ვლადიმერ ტიგრანის ძე
ჭაია ვლადიმერ ტიგრანის ძე

ჭაია ვლადიმერ ტიგრანის ძე (1945), დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი (1968-1973), ასპირანტურა მოსკ. სახელმწ. უნ-ტში (1976) და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით ბუღალტრული აღრიცხვა და სამეცნ. საქმიან. ანალიზი. მუშაობდა უნ-ტში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად, ასისტენტად, უფრ. მასწავლებლად (1977). დაინიშნა სააღრიცხვო-ეკონ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილედ (1980). სახ. მეურნეობის დარგთა აღრიცხვისა და ანალიზის კათედრის გამგედ (1981-1991). დაიცვა სადოქტორო  დისერტაცია მოსკოვში  მ. ლომონოსოვის  სახ.  სახელმწ. უნ-ტში (1991). ხელმძღვანელობდა  საბუღალტრო  აღრიცხვის კათედრას თსუ-ში. შემდეგ მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფილიალში  ქ. ულიანოვსკში (1961-2001). პარალელურად იყო ულიანოვსკის ოლქის ვიცე-გუბერნატორი ეკონ. საკითხებში. მოღვაწეობა  განაგრძო  მოსკოვში მ. ლომონოსოვის სახელმწ.  უნ-ტში. პროფ.  ჭ.ვ.  ეწეოდა აქტიურ სამეცნ.- ორგანიზაციულ საქმიანობას. ავტორია 40-ზე მეტი სამეცნ. და სასწ. მეთოდური მასალების გამოცემისა. მისი 10 სამეცნ.  ნაშრომი გამოქვეყნებულია საკავშ. გამომცემლობებში. იგი მრავალი საერთაშ. და რუსეთის ფედერ. ორგანიზაციების წევრია. დაჯილდოებულია მრავალი მედლით.

თხზ.: Чая, В. (соавт.). (1995). учебные пособия. Инвестиционный анализ.; Чая, В. (соавт.). (2011). Международные стандарты финансовой отчётности; Чая, В. (соавт.). (2011). Управленческий анализ.; Чая, В. (соавт.). (2011). Бухгалтерский учёт. ISBN: 978-5-406-01777-7; Чая, В. (2012). Комплексный анализ: проблемы и решения. Развитие систем комплексного анализа в различных сегментах экономической деятельности.; Чая, В. (соавт.). (2012). Инвестиционный анализ: исходные парадигмы и концептуальные основы.; Чая, В. (2014). Международные стандарты финансовой отчётности.; Чая, В. (соавт.). (2016). Управленческий учёт.