ჭაია თედორე ივანის ძე
ჭაია თედორე ივანის ძე

ჭაია თედორე ივანის ძე (16.V.1907, სამტრედიის რ–ნი), დაამთავრა ტფილისის სახელმწ. უნ-ტი სოციალ-ეკონ. ფაკ–ტი კოოპერაციული განხრით (1926-1930). მუშაობდა ასისტენტად, დაამთავრა ასპირანტურა (1933). მუშაობდა ბუღალტერიის კათედრაზე (1936-1939) იყო დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი (1939), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია შემდგომ მუშაობდა საკავშ. დაუსწრებელი საფინსო ინ-ტის თბილ.  ფილიალში დოცენტად, საქართვ. კოოპინკავშირში სარევიზიო  განყ-ბის  უფროსად. მოსახლეობის საკავშ. აღწერაში ნაყოფიერი მუშაობისათვის გამოეცხადა თსუ–ის რექტორის მადლობა (1959). გამოსცა 21 ნაშრომი. გარდაიცვალა  70-იან  წლებში.