ჩაგელიშვილი ლალი პავლეს ასული
ჩაგელიშვილი ლალი პავლეს ასული

ჩაგელიშვილი ლალი პავლეს ასული (17.I.1960, თბილისი), ეკონომისტი,  ეკონ.  მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა სპი-ის კავშირგაბმულობის ეკონ.  და  ორგანიზაციის  სპეციალობა,  ინჟინერ-ეკონომისტის  სპეციალობით (1977-1983).  იყო თსუ-ის  საინჟინრო-ეკონ.  ფაკ-ტის  ასისტენტი (1985-დან), ფაკ-ტის  დოცენტი (1990-დან), დაიცვა საკანდიდატო  დისერტაცია თემაზე "ძირითადი ფონდების გამოყენების ეფექტიანობა საქართველოს კავშირგამბულობაში’’ (1990), შემდეგ - სადოქტორო დისერტაცია თემაზე "მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი და მისი ეკონომიკური ეფექტიანობა საქართველოს კავშირგამბულობაში’’ (2003), თსუ-ის  სადისერტაციო საბჭოს  გადაწყვეტილებით ჩ. ლ.-ს  მიენიჭა ეკონომიკის მეცნ. დოქტორის  ხარისხი. მონაწილეობდა საერთაშ. კონფერენციებსა და ტრეინინგებში. თანამშრომლობდა არასამთავრობო   ორგანიზაციებთან. იყო TACIS  TEMPUC-ის პრგრამა  HESP-ის  ტრენერი (2003-2005). ჩ. ლ.-ს ავტორობითა და თანაავტორობით გამოცემულია სამეცნ. ნაშრომები რეიტინგულ ჟურნალებში, ასევე მონოგრაფიები, დამხმარე სახელმძღვანელოები და მეთოდური ხასიათის მასალები: „რეგიონული საინფორმაციო ქსელი საქართველოში: [ტელეკომუნიკაციისა და სატელეფონო ქსელის ეტაპობრივი განვითარება]“ (სოციალური ეკონომიკა, 1999, N6); „მსოფლიო საკომუნიკაციო ქსელი და საქართველო: [საქართველოს ტელეკომის ფუნქციონირება და მომავალი პერსპექტივები]: (სოციალური ეკონომიკა, 2002, N2); „გლობალიზაცია და ახალი ეკონომიკა“ (მარკეტინგის აქტუალური, 2005, N6); „საქართველო თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში“ (მარკეტინგის აქტუალური საკითხები, 2005, N6); „გლობალიზაციის თანამედროვე ასპექტები“ (ეკონომისტი, 2012, აპრილი, მაისი, ივნისი, N2); „საქართველოს ჯანდაცვის სფეროში კლასტერების ფორმირების მეთოდოლოგიური საკითხები“ (მოამბე, 2022, N 45). არის გრიგოლ რობაქიძის უნ-ტის სადისერტაციო; თელავის სახელმწ. უნ-ტის სადისერტაციო საბჭოს; საქართვ. მეცნ. საბჭოს წევრი და საქართვ. ბიზნესის მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი. მიღებული აქვს პრეზიდენტის ჯილდო სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ეკონ. რეფორმების გატარებაში აქტიური მონაწილეობისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი სამეცნ.-პედ. და საზ. საქმიანობისათვის.

თხზ.: ჩაგელიშვილი, ლ. (2000). საერთაშორისო ბიზნესი: (ლექციების კურსი). თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჩაგელიშვილი, ლ. (2001). თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები: (საერთაშორისო ბიზნესის ფაკ-ტის სტუდ.-თვის). თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჩაგელიშვილი, ლ. (2003). საერთაშორისო  ბიზნესი: [სახელმძღვ. სტუდ.-თვის]. თბ., ISBN: 9992896086; ჩაგელიშვილი, ლ. (თანაავტორი). (2003). ბიზნესის  საფუძვლები: [სახელმძღვ.]. თბ., უნ-ტის გამ-ბა.