ჩაგელიშვილი კობა პავლეს ძე
ჩაგელიშვილი კობა პავლეს ძე

ჩაგელიშვილი კობა პავლეს ძე (14.VI.1967, თბილისი), ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. კანდ., თსუ-ის მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის საინჟინრო-ეკონ. ფაკ-ტის მანქანათმშენებლობის ეკონ.  და  ორგანიზაციის სპეციალობა, ინჟინერ-ეკონომისტის  კვლიფიკაციით (1985-1990), თსუ-ის ასპირანტურა (1990-1994). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დემონოპოლიზაციის პრობლემები საქართველოს რესპუბლიკის მანქანათმშენებლობის მრეწველობაში“ (1994). მუშაობდა მასწავლებლად, დოცენტად (1994-2006). თსუ-ში დაიკავა  ასოცირებული პროფესორის თანამდებობა მარკეტინგის  მიმართულებით (2006-2009). ჩ. კ.-ს ავტორობითა და თანაავტორობით გამოცემულია სამეცნ. ნაშრომები: „К вопросу созданий сильного бренда:Менеджмент, маркетинг, туризм“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2009, იანვარი-თებერვალი, N1); „ბრენდინგი - ბიზნესის მამოძრავებელი ძალა“ (ახალი ეკონომისტი, 2009, N2); Ко-Брендинг“ (ეკონომისტი, 2009, მაისი, ივნისი, ივლისი, N 3); „გაყიდვების სტიმულირების აქცია საცალო ვაჭრობის ქსელში“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2009, ივლისი-აგვისტო, N4); „საქონლის წინ წაწევის მეთოდები“ (გურამ თავართქილაძის სასწ. უნ-ტი: სამეცნ. შრომების კრ., 2011, N1); „კომპანიათა საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის თავისებურებები და კონკურენცია“ (ბიზნეს-ინჟინერინგი, 2019, N 3); „ასკანგელის გამოყენების ეფექტურობა მეკვერცხული ფრინველის კვებაში“ (შრომების კრებული, 2016, N 4); „კრიზისი და ცვლილებების მართვა მიკრო დონეზე“ (სამეცნ. შრ. კრ., 2021, N 1).