- კატეგორიები: ქიმიკოსი მეცნიერ თანამშრომელი
ჩაგანავა ნანა თეიმურაზის ასული (4.I.1964, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი წარჩინებით (1986), მოსკოვის დ. ი. მენდელეევის ქიმ. ტექ. ინ-ტის ასპირანტურა (1989), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „აკრიდინის ინდოლური და ინდოლინური წარმოებულების სინთეზი და თვისებები“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1992). მუშაობდა თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომლად (2010-2014), თსსუ-ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინ-ტის ფიტოქიმიის დეპარტ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელად (2023-2024), თსსუ-ის ფარმაციის ფაკ-ტი ასისტენტ-პროფესორად (2013-2023). არის თსუ-ის პ.მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი და სწავლული მდივანი (2025-დან). ჩ. ნ.-ს სამეცნ. ინტერესები მოიცავს აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან მცირე მოცულობის, მაღალი ღირებულების მქონე ნაერთების მიღებას და მათ კვლევას, ასევე ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მიზნმიმართულ სინთეზს. მის მიერ ჩატარებულია მნიშვნელოვანი კვლევები შემდეგი მიმართულებით: კვერცეტინის ექსტრაქცია ხახვის ფურცლიდან; ფლავანოიდები და კარდიოვასკულარული დაავადებები; ქალკონების ფარმაკოლოგიური თვისებების დამოკიდებულება სტრუქტურებზე; 4-ჰიდროქსიკუმარინის აზოტშემცველი ჰეტეროციკლური წარმოებულების სინთეზი; 4-ჰიდროქსიკუმარინის და ქინოლინის ბირთვების შემცველი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზი სამკომპონენტიანი რეაქციით და გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები. მონაწილეობს ეროვ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში, რომელთაგან აღსანიშნავია საქართვ.-ისრაელის ორმხრივი სიმპოზიუმი, სადაც გააკეთა მოხსენება „ახალი ტენდენციები სამკურნალო საშუალებების ძიებასა და შემუშავებაში“ და „Eco-Friendly, One Pot Syntheses of Bis-4-Hydroxycoumarins using H-form of Natural Zeolite-Clinoptilolite as a Catalist“ (9th International Caucasian Symposium on Polymers and Advanced Materials).