-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ჩაჩხუნაშვილი მიხეილ შოთას ძე (06.X.1947, თბილისი - 05.V.2021, თბილისი), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1970); მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატის აკად. ხარისხი (სადისერტაციო ნაშრომი "მსუბუქი ბირთვების სტრუქტურის შესწავლა π-მეზონებით", 1978). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ ბირთვული ფიზიკის პრობლემურ ლაბორ. (1973-დან) უმცროსი და უფრ. მეცნიერ თანამშრომლის პოზიციებზე; მუშაობა განაგრძო ამ ლაბორატორიის ბაზაზე ჩამოყალიბებულ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (1980-დან), სადაც პირველივე წლებიდან გახდა ინ-ტის ლაბორ.ს გამგე, ამ პოზიციას ინარჩუნებდა ინ-ტში მოღვაწეობის დასრულებამდე (1994). ჩ. მ.-ს სამეცნ. ინტერესები მოიცავდა კვანტურ ქრომოდინამიკას (QCD), ნუკლონების სტრუქტურასა და რელატივისტურ კვარკულ მოდელებს; იყო ადგილ. და საერთაშ. მრავალი სამეცნ. ღონისძიებისა და სამეცნ. საგრანტო პროექტის მონაწილე; რამოდენიმე ათეული ნაშრომის ავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია საბჭოთა და საერთაშ. მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე სამეცნ. ჟურნ., და განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „To the theory of (pi-, 2n) reactions with stopping pi- mesons on light nuclei“ (Yad.Fiz. 13, 534-540, 1971); „Vector polarization at high momentum transfers in QCD“ (Phys.Rev.D 45, 2555-2558, 1992); „On the mass spectrum of bound q anti-q systems in the framework of the Salpeter equation“ (Nucl.Phys.A 581, 460-470, 1995) აღსანიშნავია ჩ. მ.-ს მრავალწლიანი მოღვაწეობა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველო“ (სოროსის) ფონდში მისი დაარსების დღიდან (1994), სადაც თითმის ყველა საკვანძო პოზიციაზე შეძლო წარმატებით ემართა ფონდის მიმდინარე საგრანტო საქმიანობა, სამოქალაქო ინიციატივები და მედია-პროექტები; კოორდინაციას უწევდა ქვეყანაში დემოკრ. ინ-ტების გაძლიერების პროცესს. ჩ. მ.-ს უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვის ასევე GIPA-ს (საქართვ. საზ-ებრივ. საქმეთა ინ-ტი) შექმნასა და კრიზისულ პერიოდებში მის მართვაში; ის ამ ორგანიზაციის პარტნიორი და დამფუძნებელი იყო. იგი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოში დასავლური მოდელის საგანმან. სივრცის შექმნას. ჩ. მ. იკავებდა ინ-ტის უმაღლესი აღმასრ. ხელმძღვანელისა (Acting Rector) და პრორექტორის პოზიციას; წარმატებით მართა სასწავლებლის გარდამავალი და რეფორმების პერიოდი (2010–2011); იყო GIPA-ს სოც. მეცნ. კვლევით და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვ., მოგვიანებით რექტორის მრჩევლი (2011-2018). ჩ. მ.-მ დააფუძნა და ხელმძღვ. საერთაშ. ენერგეტიკულ ცენტრს - ფონდ „ენეკოს“ (1994–1997); იყო საქართველოში ნიდერლანდების საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლობის - ფონდის „კორდეიდი“ ხელმძღ. (2006–2008). ქართ. სამოქალაქო სექტორის განვითარებაში, დემოკრატიული ღირებულებებისა და ინ-ტების შენებაში შეტანილი განსაკუთრებული და უანგარო წვლილისთვის 2019 წ. ჩ. მ.-ს მიენიჭა „სამოქალაქო საზოგადოების სინდისის ადამიანის“ საპატიო წოდება -„დედამიწელი“.