ჩაჩიბაია ზურაბ გიორგის ძე (1887- ?), იურისტი. XIX ს-ის ბოლოსა XX ს-ის დასაწყისის საზ. მოღვაწე, რ-იც აქტიურად იყო ჩართული საქართვ. კულტურულ, საზოგადოებრივ და სამართლებრივ საქმიანობაში. იყო ,ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის (1917-1918) წევრი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის წევრი (1918); ეროვნ-დემოკრ. პარტიის წევრი (1918-1919); საქართვ. სასამართლო პალატის წევრი (1918-1920); თბილ. ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი; ქართ. იურიდ. საზ-ბის დამფუძნებელი კრების წევრი (1918-1920); დიდი როლი ითამაშა აღნიშნული საზ-ბის წესდების შედგენასა და მის დამტკიცებაში; თბილ. ნაფიც ვექილთა საბჭოს შემადგელობის შერჩევა მას ჰქონდა მინდობილი.
ლიტ.: საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 4; ნმ.1631/181; ილიას სახ. სახელმწ. უნ-ტი, ქშწკგს პროსოპოგრაფიაპირის ID: 2052.