-
ავტორი
- კატეგორიები: ტექნოლოგი მეცნიერ თანამშრომელი
ჩაჩავა ილია გიორგის ძე (22.IV.1991, თბილისი), კვების პროდუქტების ტექნოლოგი. დაამთავრა აგრ. უნ-ტის კვების პროდუქტების ტექნოლ. ფაკ-ტი (2013), სწავლობდა მაგისტრატურაში სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტზე და მიენიჭა მაგისტრის აკად. ხარისხი (2015). დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „კვების პროდუქტების შრობის ინოვაციური სისტემების დამუშავება“ და მიენიჭა მექანიკის ინჟ. და ტექნოლ. აკად. დოქტორის ხარისხი (2018). ჩ. ი. აქტიურად მუშაობს პოლიმერების სინთეზის და კვლევის საკითხებზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, კრძოდ პოლიკონდენსაციის რეაქციის მიზანმიმართული წარმართვით ნანოსტრუქტურული კომპონენტებით პლაკირებული პოლიმერების მისაღებად. იგი თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელია (2024-დან). თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების სტატიების და თეზისების სახით, მათ შორის: „Synthesis of Polyurethanes Based on Secondary Card-Type Diols“ (Bull. Georg. Natl Acad. Sci., 2025, 19(2)); „Polymer composites Containingdiatomite and boron carbide are capable to absorbing thermal neutrons“ (Ukrainian Conference with International Participation “CHEMISTRY, PHYSICS AND TECHNOLOGY OF SURFACE”, 2025). არის საგრანტო პროექტის „ფუნქციური ჯგუფების შემცველი ახალი ტიპის გახანგრძლივებული მოქმედების უნარის მქონე აზოტოვონა სასუქების მიღება“ ძირითადი შემსრულებელი. მონაწილეა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების.