ჭაბუკიანი თორნიკე ნუგზარის ძე
ჭაბუკიანი თორნიკე ნუგზარის ძე

ჭაბუკიანი თორნიკე ნუგზარის ძე (03.XII.1991, ცაგერის რ-ნი, სოფ. დეხვირი), დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის მიმართულების საბაკალავრო პროგრამა. მიღებული ხარისხი:ფიზიკის მეცნ. ბაკალავრი (2014). დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულება და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში (2016). სწავლობს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის მიმართულების სადოქტორო პროგრამაზე „მიკრო და ნანო ელექტრონიკა“. საკვლევი თემა არის „მაღალტემპერატურული ზეგამტარი მასალების მიღება ფოტოსტიმულირებული მყარსხეულოვანი რეაქციების საშუალებით“ (2017-დან). იკავებს ლაბორანტის თანამდებობას თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის მიმართულების  „კონდენსირებული გარემოს ფიზიკის“ ლაბორატორიაში (2018-დან). აკად. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინტ-ის მეცნ. თანამშრომელი (2024-დან). არის მოწვეული ლექტორი ფიზიკის მიმართულებით, როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან პროგრამებში (2020-დან). გამოქვეყნებული აქვს 5 სამეცნ. ნაშრომი საერთაშ. რეფერირებად ჟურნალებში. მიღებული აქვს 1 ინდივიდ. და 4 ჯგუფური გრანტი ქართ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდებიდან. ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა რამოდენიმე ქართულ და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში.