-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი ლექსიკოლოგი
ჭაბაშვილი მიხეილ (14. X. 1916, ქ. თბილისი — 1996), ენათმეცნიერი, მეცნიერი, ლეკსიკოლოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ (1941). იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე (1941-1945), საქ. სსრ მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული ქართ. ენის განმარტებითი ლექსიკონის კომისიის სწავლული მდივანი (1958-1965), საქ. სსრ მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის ლეკსიკოლოგიის განყ-ბის გამგე (1965-დან),რ ქართ. საბჭ. ენციკლოპედიის უფ. სამეცნ. რედ. (1971-დან) და სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვ. (1982) და ქართ. ენის განმარტებითი ლექსიკონის (ერთტომეულის, 1986) რედაქტორი, ძირითადად მუშაობდა ლეკსიკოგრაფიაში, აგრეთვე ქართ. სალიტ. ენის ლექსიკის ნორმალიზაციის საკითხებზე, მონაწილეობდა სახდასხვა დარგის სამეცნ. ტერმინოლოგიის დამუშავებაში.ჭ. მ.-მ შეადგინა უცხო სტყვათა ლექსიკონი (პიველი გამოც. 1964, მეორე — 1973), მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ (1-8, 1950-1964) მომზადებაში (მე-4 ტ. რედ. არნოლდ ჩიქობავასთან ერთად), რისთვისაც სხვებთან ერთად საქ. სსრ სახელმწ. პრემია მიენიჭა. გახდა ფილოლ. მეცნ. კანდ. (1950), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1960). იგი იყო საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართ. სალიტ. ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწ. კომისიის წევრი (1982-დან). მიღებული აქვს საქართვ. სახელმწ. პრემია (1971) და სამამულო ომის II ხარისხის ორდენი.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჭაბაშვილი, მ. (1989). უცხო სიტყვათა ლექსიკონი: შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. განათლება; ჭაბაშვილი, მ. (1999). უცხო სიტყვათა სასკოლო ლექსიკონი. ბაკურ სულაკაურის გამ-ბა.