-
ავტორი
- კატეგორიები: პოლიტოლოგი სოციოლოგი საპატიო დოქტორი
ბჟეზინსკი ზბიგნევ (Brzezinski Zbigniew, 28. III. 1928, პოლონეთი - 26. V. 2017, აშშ), ამერიკელ პოლიტოლოგსა და სოციოლოგს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (16. 09. 1999).
ბ. ზ.-მ ხელოვნების მაგისტრის ხარისხით დაასრულა მაკჰილის უნ-ტი (1950), იგი გახდა ჰარვარდის უნ-ტის ფილოს. და პოლიტოლოგიის დოქტორი („ტოტალიტარული სისტემის ფორმირება საბჭოთა კავშირში“, 1953)) და იქვე განაგრძო სამეცნ. მოღვაწეობა (1960). უძღვებოდა ლექციებს კოლუმბიის უნ-ტში (1989), სადაც დააარსა კომუნიზმის საკითხების შემსწავლელი ინ-ტი.
ბ. ზ. აშშ-ის სახელმწ. დეპარტამენტის დაგეგმარების საბჭოს წევრი იყო (1966-1968). აშშ-ის პრეზიდენტების, ჯონ კენედისა და ლინდონ ჯონსონის ადმინისტრაციებში ეკავა მრჩევლის თანამდებობა. იგი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველია ჯიმ კარტერის ადმინისტრაციაში (1977-1981).
ბ. ზ. დ. როკფელერის მიერ შექმნილი „სამმხრივი კომისიის“ აღმასრულებელი დირექტორია (1973-1976), შემდეგ კი მსახურობდა პრეზიდენტის საგარეო დაზვერვის მრჩეველთა საბჭოში (1987-1989).
ბ. ზ.-ის ჯილდოებს შორისაა თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი ამერიკულ-ჩინურ ურთიერთობაში შეტანილი წვლილისათვის და თეთრი არწივის ორდენი პოლონეთის რესპუბლიკისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენაში შეტანილი წვლილისათვის.