-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
ბუზარიაშვილი მანანა სოფრომის ასული (12.III.1961, თბილისი), ქიმიკოსი, მკვლევარი. დაამთავრა თსუ-ის ქიმ. ფაკ-ტი (1987), ქიმიის მეცნ. კანდ. (2006). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „4-ჰიდროქსიკუმარინის საფუძველზე ანტიკოაგულანტური რატიციდების მიღება და კვლევა“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (2006). იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი (1985-2010), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ორგანულ ნაერთთა ქიმ. ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). მისი შრომები ეხება აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან მცირე მოცულობის, მაღალი ღირებულების მქონე ნაერთების, აგრეთვე ბორის კარბიდის მოწინავე მატრიცული კერამიკების და მეტალოკერამიკული ნანოკომპოზიტების მიღებას და კვლევას. იგი თანაავტორია მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნ. პუბლიკაციების, რომელთაგან აღსანიშნავია: „Sequential extraction and HPLC analysis of total anthocyanins of grape skin“ (Chemist, 2018, 91(2), 33–41); „Advanced Boron Carbide Matrix Nanocomposites Obtained from Liquid-Charge: Focused Review“, (Condensed Matter, 2023, 8(2), 37); „Advanced tungsten-containing materials manufacturing from its scrap“, (Characterization and Application of Nanomaterials, 2025, 8(1), 9274). თანაავტორია „საქპატენტის“ მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების: „კვერცეტინის მიღების ხერხი“ და „ანტოციანინების მიღების ხერხი“. მონაწილეობს ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ.-კვლევით ღონისძიებებში.