ბუთხუზი თამაზ ვახტანგის ძე
ბუთხუზი თამაზ ვახტანგის ძე

ბუთხუზი თამაზ ვახტანგის ძე (15.VIII.1946, თბილისი), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის  ფიზიკის ფაკ-ტი  (1970). მუშაობა დაიწყო კიბერნეტიკის ინ-ტში. დაამთავრა მოსკოვის პ. ნ. ლებედევის სახ. ფიზიკის ინ-ტის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. იქვე გააგრძელა სამეცნ. მუშაობა. შემდეგ დაბრუნდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1992-დან). მონაწილეობდა მრავალ სამეცნ. კონფერეციაში: აშშ, გერმანიაში, იტალიაში, რუსეთში, აზერბაიჯანში. მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორის წოდება (1996), სადისერტაციო თემისთვის "დეფექტების წარმოქმნა რადიკალურ-სხივური ჰეტერირებადი ეპიტაქსიის მეთოდით მიღებულ A B შენაერთებში". აქვს პროფესორის სამეცნ.-პედ. წოდება სპეციალობით (ნახევარგამტარების და დიელექტრიკების ფიზიკა (2004). 80-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი. მათ შორის: “Exciton photoluminescence of hexagonal ZnO” (Physical Review B (Condensed Matter and Materials Physics), 1998.Volume 58, Issue 16, October 15, (თანაავტორი); Cytodiagnostics on intact pollen using photoluminescence“  (The Journal of Biological Physics and Chemistry. 2002, Vol. 2. Issue ½);  „Intrinsic defect hole conductivity obtained by ion implantation in ZnS and ZnO” (The Journal of Biological Physics and Chemistry, 2003, Volume 3, Issue 2) და 9 საკანდიდატო დისერტაციის მეცნ. ხელმძღვანელია. ამჟამად მუშაობს სოც. ფილოსოფიის აქტუალურ საკითხებზე. არის 4 მონოგრაფიის ავტორი.

თხზ.: ბუთხუზი, თ. (2010). შესაძლებლის აღსრულება. თბ.,იბერი, ISBN 9789941024481; ბუთხუზი, თ. (2014). სულთა ერთობა. თბ., პალადიუმი, ISBN 9789941064944.