ბუსკივაძე მზისა მერაბის ასული
ბუსკივაძე მზისა მერაბის ასული

ბუსკივაძე მზისა მერაბის ასული (5.XII.1980, თერჯოლა), აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, თსუ-ის ასისტენტ პროფესორი (2020). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (2003) და მიიღო ფილოლოგის ბაკალავრის აკად. ხარისხი (2003), მოგვიანებით - ფილოლოგიურ მეცნ. მაგისტრის აკად. ხარისხი (2005). დაასრულა იზმირის 9 სექტემბრის სახ. სახელმწ. უნ-ტის თურქ. ენისა და ლიტერატურის განყ-ბა (2007). არის ფილოლოგიის დოქტორი (2014), თსუ-ის ასისტენტ პროფესორი (2020-დან), თსუ-ის ენათა შემსწავლელი ცენტრის თურქ. ენის მასწავლებელი (2007-2020), ა. წერეთლის სახ. ქუთაისის უნ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტ. თურქოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2015-2019), ხაზარის უნ-ტის კულტ. ანთროპოლ. და ფოლკლორის ინ-ტის წევრი  (აზერბაიჯანი, ბაქო,  2024-დან), ო. ჰალისდემირის სახ. სახელმწ. უნ-ტის საერთაშ.  რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნ. ჟურნ. „Uluslararsı Türk Dünyası Araştırmalrı Dergisi“  სარედაქციო საბჭოს წევრი (თურქეთი, ნიღდე, 2025-დან). ბ.მ. თსუ-ში კითხულობს შემდეგ საუნივერსიტეტო კურსებს: შუა სს. და ახ. თურქ. ლიტერატურის ისტორია, უახლესი თურქ. ლიტერატურის ისტორია, თურქ. ფოლკლორი, მსოფლ. ლიტ. პროცესები და თურქ. ლიტერატურის კვლევის თანამედროვე მეთოდები, ლექსმცოდნეობის პრინციპები და თურქ. პოეტიკა, თანამედროვე თურქ.  ლიტერატურის  შედევრები ქართულად, თურქ ხალხთა ლიტერატურა (აზერბაიჯანული, ყაზახური, ყირგიზული, უზბეკური, თურქმენული ლიტერატურის მაგალითზე). ბ.მ-ს კვლევის სფეროებია: ახ. და უახლესი თურქ. ლიტერატურის ისტორია, თურქ. ფოლკლორი, თურქულენოვან ხალხთა ლიტერატურა, განსაკუთრებით, საბჭ. და პოსტსაბჭოთა პერიოდის მწერლობა, თურქ. ფოლკლორი. ბ. მ. აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშ. კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშ. რეცენზირებად სამეცნ. ჟურნალებში. ბ.მ. არის თურქეთის მეცნ. აკად. გრანტოსანი  (2022). ბ.მ.  შეყვანილია  „დედე ქორქუთის“ მკვლევართა სიაში, რ-იც აერთიანებს მთელი მსოფლიოს მკვლევრებს (2025).

თხზ.: ბუსკივაძე, მ. (2024). მსოფლიო ლიტერატურული პროცესები და თურქული ლიტერატურის განვითარების საკითხი (შუა საუკუნეები და თანზიმათის პერიოდის მწერლობა). Contemporary Issues of Literary Studies-International Symposium Proceedings; ბუსკივაძე, მ. (2013). ქალი ავტორების იდენტიფიკაციის საკითხისათვის თანამედროვე თურქულ ლიტერატურაში. სპეკალი №7. თბ., უნ–ტის გამ–ბა.