ბურკიაშვილი ნინო ოთარის ასული (28.II.1960, ყვარელი), ქიმიკოსი. დაამთავრა სპი-ის ქიმ. ტექნოლ. ფაკ-ტი ძირითადი ორგ. და ნავთობქიმიური სინთეზის სპეციალობით (1982). თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. დასავლურ ენათა და კულტურის სახელმწ. ინ-ტი (1998). გაიარა ასპირანტურის კურსი (1984-1987), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ალიფატური და ფენოლკარბონმჟავების დაყოფის პროცესზე მოძრავი ფაზის ბუნების გავლენის შესწავლა თხევად ქრომატოგრაფიაში“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1996). ბ. ნ. სხვადასხვა დროს იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1985-2023). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. სახ. ქიმიის ინ-ტის აგრ. ქიმიის ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2023-დან). არის თსსუ-ის მიწვეული პედაგოგი (2010-დან). ქართულ-ამერ. „მომავლის სკოლის“ მეცნიერების პედაგოგი (ინგლისურ ენაზე, 1999-2024). ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთავკასიური მილსადენის მშენებლობის ტექნ. და გარემოსდაცვითი საკითხების მონიტორინგის UNDP პროგრამის თარჯიმანი (2006). ბ.ნ. მუშაობს ფიზ. ქიმიის; აგრ. ქიმიის და ქიმ. ეკოლოგიის მიმართულებით. მნიშვნელოვანი კვლევები აქვს ჩატარებული ბუნებრივი ცეოლითების კვლევის და მათი გამოყენების მიზნით, კერძოდ სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობის გაზრდის მიზნით. თანაავტორია რეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნ. პუბლიკაციების და ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების თეზისების. მისი თანაავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია:„Synthesis of the chelates continuing amino acids and citric acid for creation of new generation premixes“, (Annals of Agrarian Science, (2014), 11 (2), 79-84); „Combined filter for water treatment“, (Elixir Organic Chemistry, (2018), 117); „Conditioned Feasibility of the Application of Georgian Natural Zeolite-Laumontite for Sustainable Development of Agriculture“, (Book Chapter, Environmental Technology and Sustainability Physical Chemical and Biological Technologies for Environmental Protection (2024).
თხზ.: ბურკიაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2006). ქრომატოგრაფიის საწყისები: მონოგრაფია .თბ., ISBN 9994072811.