ბურდული ფრიდონ ალექსის ძე
ბურდული ფრიდონ ალექსის ძე

ბურდული ფრიდონ ალექსის ძე  (04. V. 1943, სოფ. მლეთა, დუშეთის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი. დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი, ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით (1960-1965) და ასპირანტურა (1968-1970); მოსკოვის საფინანსო ინ-ტის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკ-ტი (1977); გაიარა საქართვ. პარლამენტთან არსებული აუდიტორიული საქმიანობის საბჭოს საკვალიფიკაციო კურსები (1999-2002); მუშაობდა ეკონ. ფაკ-ტის კათედრაზე ასისტენტად, შემდეგ უფრ. მასწავლებლად (1970); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია  თემაზე: „პროდუქციის თვითღირებულების კალკულაციის სრულყოფის გზები საქ, სსრ კვების მრეწველობაში“ (1972) და მიენიჭა დოცენტის წოდება (1976); მუშაობდა აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის გამგედ (2003-2009); არის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ასოცირებული პროფესორი; საქართვ. პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, აუდიტორთა საატესტაციო კომისიის წევრი; იყო პოლიტიკური გაერთიანების “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრი. გამოსცემული აქვს 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი.

თხზ.: ბურდული, ფ. (1983). პროდუქციის თვითღირებულებისა და კალკულაციის თავისებურებანი კვების მრეწველობაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ბურდული, ფ. (1985). ჩაის პირველადი გადამუშავების ფაბრიკების სამეურნეო საქმიანობის ანალიზის მეთოდიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ბურდული, ფ. (1987).  სამრეწველო საწარმოების სამეურნეო საქმიანობის ანალიზი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ბურდული, ფ. (1993). სამრეწველო საწარმოთა სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკური ანალიზი. თბ.,  უნ-ტის გამ-ბა; ბურდული, ფ. (2003). ეკონომიკური საქმიანობის ანალიზის აქტუალური, (მე-2 გამოცემა). თბ.